თურქული პრესა 03.09.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

112765
თურქული პრესა 03.09.2014

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „სტარ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი რ. თ. ერდოღანი ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ სახელმწიფოში ვიზიტის შემდეგ გუშინ აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაემგზავრა. გაზეთის ცნობით, ერდოღანმა პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების დაწყების შემდეგ მეორე საზღვარგარეთული ვიზიტი აზერბაიჯანში განახორციელა.

გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, 2009 წლიდან 2010 წლამდე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უსაფრთხოების საბჭოს დროებით წევრ თურქეთს 2015-2016 წლებში კიდევ ერთხელ სურს ამ მოვალეობის შესრულება. ინფორმაციის მიხედვით, თურქეთმა მომდევნო თვეში გასამართი არჩევნებისათვის მუშაობა დააჩქარა. აქვე აღნიშნულია, რომ წევრობისათვის როგორც პრეზიდენტის, ასევე მთავრობის მიერ აქტიური დიპლომატიური სამუშაოები ჩატარდება.

გაზეთ „იენი შაფაკ“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სათაურით „ომის კვალი ექიმებმა წაშალეს“, რომლის თანახმადაც, ისრაელის მიერ ღაზაზე განხორციელებული თავდასხმის დროს რაკეტის მოხვედრის გამო დანგრეულ სახლში მყოფ 10 წლის აბდულმუთი აბუქმეილს სახის ყველა ძვალი დაემსხვრა და მას ოპერაცია სტამბოლში ჩაუტარეს. სტატიის მიხედვით, 6 საათიანი ოპერაციის შემდეგ ღაზელი ბავშვის სახე ძველ მდგომარეობას დაუბრუნდა და იგი 6 კვირის შემდეგ შესძლებს ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს დაუბრუნდეს.

გაზეთი „სტარი“-ს ინფორმაციით, თურქეთის რელიგიურ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მეჰმედ გორმეზმა განაცხადა, რომ ზოგიერთი ძალები ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ იქ, სადაც ისლამია, უსაფრთხოების პრობლემა არსებობს და ვატიკანს მოუწოდა ამას წინ აღუდგეს. გაზეთის მიხედვით, გორმეზმა დასძინა, რომ გერმანიაში ერთ წელიწადში 70 მეჩეთზე განხორციელდა თავდასხმა და დაამატა, რომ უნდა შეჩერდეს ისლამის გარიყვისა და გაუცხოების მცდელობები.

გაზეთ „იენი შაფაკ“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სათაურით „თავდაცვის მრეწველობის ექსპორტმა 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა“, რომლის თანახმადაც, თურქული თავდაცვის მრეწველობამ წლის პირველ 8 თვეში 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. აქვე აღნიშნულია, რომ ამ პერიოდში ყველაზე მეტი გაყიდვები აშშ-ში განხორციელდა და მას მოჰყვებიან მალაიზია, გაერთიანებული არაბული საემიროები, იტალია, ესპანეთი და საფრანგეთი.

და ბოლოს, გაზეთი „ჰურიეთი“ იუწყება, რომ ვენეციის 71-ე კინოფესტივალმა გუშინ თურქული კინოს 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა. სტატიის ცნობით, ღონისძიების ფარგლებში ომერ ლუტფი აქადის 1973 წელს გადაღებული ფილმის „რძალი“ ს- ჩვენება გაიმართა.

 

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები