19.08.20104 თურქული პრესა

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

96386
19.08.20104 თურქული პრესა


და განხილვებს გაზეთ ”ჰურიეთ”-ით დავიწყებთ. ”მკაცრი პასუხი მოოდს”-ასეთი სათაურის სტატიას წერს გაზეთი და აღნიშნავს, რომ ეკონომიკის მინისტრმა ნიჰათ ზეიბექჩიმ საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოს მკაცრი პასუხი გასცა და აღნიშნა, რომ მისი გავრცელებული განცხადებები არ შეესაბამება თურქეთის ეკონომიკურ მდგომარეობას. ეკონომიკური კრიტერიუმების მაგივრად გამოყენებულია არაობიექტური მიდგომა.

არ აღინიშნება თურქული ეკონომიკის არც ერთი პოზიტიური მხარე. თავის მოსაზრებების მაგივრად, სააგენტო იყენებს ვიღაცეების ჩაგონებული შაბლონების შესაბამის შეფასებას.

გაზეთ ”იენი შაფაკ”-ის ცნობით, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გერმანიის მხრიდან თურქეთის დასმენის გამართლება. გერმანელი უფლებამოსილებისგან ელიან ახსნა-განმარტებას.
საგარეო საქმეთ მინისტრის აჰმედ დავუთოღლის განცხადებით, საერთაშორისო ურთიერთობაში, განსაკუთრებით მოკავშირე ქვეყნებს შორის, ზოგიერთი საყურადღებო პრინციპები არსებობს.
მართალია თუ არა გამოთქმული იდეები ამის შესახებ გერმანიისგან ელიან პასუხს და ეს არის თურქეთის კანონიერი უფლება.
გაზეთ ”სტარ”-ის ცნობით, თურქეთის სტატისტიკური ორგანიზაციის (TÜİK) განცხადებით, წლის მეორე ნახევრის ტურიზმის შემოსავალი გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით გაიზარდა 7,9 %-ი და გახდა 8 მილიარდ 975 მილიონ 976 ათასი დოლარი.
შემოსავლის 84,5 %-ი აიხსნება უცხოელი ტურისტების რაოდენობის გაზრდით, 15,5 %-ი კი საზღვარგარეთ მცხოვრები თურქი მოქალაქეების ჩამოსვლით.
გაზეთ ”მილლიეთ”ის ცნობით, თურქულმა დივანის სახელწოდების საკონდიტრო კამპანიამ, რომელმაც მიზნად დაისახა ახლო აღმოსავლეთში გაფართოება, ამ მიზნით ხელი მოაწერა კატარის გერმანულ ჯგუფთან. მიაღწია მიზანს და შეთანხმების შემდეგ პირველი საკონდიტრო ფაბრიკის გაშენებას ითვალისწინებს 2015 წელში. კამპანია მიზნად ისახავს შემოსავლის ოთხმაგად გაზარდას.
სათადარიგო გაყიდვის ჯაჭვის პასუხისმგებელი დირექტორის მოადგილის შენელერის განცხადებით, საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აქვთ საუდიის არაბეთის და არაბეთის გაერთიანებული საამირატოების უფლებამოსილებთანაც და ხედავენ სერიოზულ პოტენციალს. მსოფლიოს თითქმის ყველა მხარესთან გააჩნიათ კონტაქტები.
გაზეთი ”იენი შაფაკ”-ი წერს სპორტის შესახებ. აღნიშნავს, რომ ბეშიკთაშმა უეფას ჩემპიონატთა ლიგის play-off შესარჩევ ტურში არსენალთან შეხვედრისთვის უკვე დაასრულა მოსამზადებელი სამუშაოები.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები