თურქული პრესა 18.08.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

94478
თურქული პრესა 18.08.2014

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰურიეთ“-ში გამოქვეყნებული სტატიით, რომლის სახელწოდებაც გახლავთ „ერაყ-სირიის ისლამურმა სახელმწიფომ ქაჰრამანის ექსპორტს დარტყმა მიაყენა“ და მის თანახმად, თურქეთის ქალაქ ქაჰრამანის ერაყსა და სირიაში ორცხობილაზე დამყარებული ექსპორტი ერაყ-სირიის ისლამური სახელმწიფოს ორგანიზაციის თავდასხმების გამო შემცირდა. სტატიის მიხედვით, გასულ წელში დაახლოებით 120 მილიონი დოლარის ორცხობილას ექსპორტი განხორციელდა, ხოლო თავდასხმების გამო 80-70 მილიონი დოლარის შემცირება დაფიქსირდა.

გაზეთი „მილიეთი“-ს ინფორმაციით, გაზეთ New York Times-ის მფლობელმა არტურ სულცბერგერმა წერილი მისწერა თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციათა ორგანიზაციის თავმჯდომარეს ფუატ ოქთაის და ერაყის იეზიდებისათვის განკუთვნილი ჰუმანიტარული ტვირთით დატვირთული ვერტმფრენის კატასტროფის დროს დაშავებული პარიზის ბიუროს შეფის ალისა რუბინისა და ფოტოკორესპონდენტის ადამ ფერგიუსონის თურქეთში გადაყვანისათვის გაწეული მცდელობების გამო მადლობა გადაუხადა.

გაზეთ „იენი შაფაკ“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სათაურით „სტამბოლმა 130 ქვეყანა უკან ჩამოიტოვა“, რომლის თანახმადაც, რესპუბლიკის დაარსების პირველ წლებში 1927 წლის მონაცემებით, სტამბოლში 806 ათას 863 ადამიანი ცხოვრობდა, ხოლო 2013 წლიდან კი ამ ციფრმა 14 მილიონ 160 ათას 467-ს მიაღწია და იგი მეგა ქალაქად გადაიქცა. თურქეთის სტატისტიკის ორგანიზაციის მონაცემებით, 76,6 მილიონიანი თურქეთის 18,4%-ს სტამბოლის მოსახლეობა შეადგენს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ქვეყანაში ყოველი ასი კაციდან 18,4 სტამბოლში ცხოვრობს. სტამბოლმა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით უკან ჩამოიტოვა 130 ქვეყანა, მათ შორის კუბა, ბელგია, საბერძნეთი, უნგრეთი, ტუნისი, პორტუგალია, ჩეხეთი, შვედეთი, ბელარუსია, შვეიცარია, ავსტრია და სხვა და მისი მოსახლეობა ბოლო ერთ წელიწადში 1 მილიონ 245 ათას 309-ით გაიზარდა.

გაზეთი „საბაჰი“-ს ინფორმაციით, ირანი გეგმავს თავრიზის გაზის წნევის ობიექტების მოცულობის მომატებით თურქეთში ექსპორტირებული გაზის დღიური რაოდენობის 60 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზრდას. ირანის საინფორმაციო სააგენტოს ირნა-ს ცნობით, ირანის ეროვნული ბუნებრივი აირის კომპანიის უფლებამოსილმა აბდულჰუსეინ სემერმა აღნიშნა, რომ ბაზები მომდევნო დღეებში აიგება და დღიურ 36 მილიონ კუბურ მეტრ გაზს პროექტის მიმდინარეობისას 53 მილიონ კუბურ მეტრამდე, ხოლო პროექტის ბოლოს კი 60 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზრდიან.

და ბოლოს, გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ს მოჰყავს ტრანსპორტის, ზღვაოსნობისა და კომუნიკაციების მინისტრის ლუტფი ელვანის სიტყვები, რომელშიც აღნიშნულია, რომ ევროპაში ყოველდღიური საჰაერო მიმოსვლის ზრდაში თურქეთმა პირველი ადგილი დაიკავა. მინისტრი ელვანის განცხადებით, ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის პერფორმანსის შეფასების კომისიის ანგარიშში საუბარია წევრი ქვეყნების სამოქალაქო ავიაციის პერფორმანსზე და მის ერთ-ერთ ნაწილში აღნიშნულია, რომ 2013 წელში ევროპაში ყოველდღიური მიმოსვლის საშუალო მატებაში თურქეთმა პირველი ადგილი დაიკავა და მას მოჰყვებიან უკრაინა, ჰოლანდია, რუმინეთი და ნორვეგია. ანგარიშში თურქეთში საჰაერო მოძრაობის ზრდის მიზეზებად ახალი საერთაშორისო რეისები და შიდა ხაზებია დასახელებული.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები