თურქული პრესა 15.08.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

92896
თურქული პრესა 15.08.2014

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას დავიწყებთ გაზეთ ”იენი შაფაკ”-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც წერს, რომ ისრაელის მხრიდან ღაზაში მოკლულ იქნა 2000-დე მშვიდობიანი პალესტინელი მოქალაქე. დაჭრილთა რაოდენობა აღწევს 10 ათასს. მსოფლიო ექიმების პრეზიდენტის ქერემ ქინიკის განცხადებით, წამოიწყეს რეაბილიტაციის პროექტი, რომლითაც ყველაზე მძიმე ავადმყოფებს გააგზავნიან თურქეთში. 

გაზეთი ”სტარ”-ი წერს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში წინა ორშაბათს, მევლანას მეჩეთში გაჩენილი ხანძრის შესახებ. აღნიშნავს რომ ხანძრის გასაპროტესტებლად, იმ მიზნით, რომ მსოფლიოს ყურადღება გადაიტანონ ინციდენტზე, ბერლინელმა მუსლიმანებმა პარასკევის ნამაზი ჩაატარეს სკალიტზერის ქუჩაში.
ნამაზის ცერემონიის შემდეგ, ბერლინის ისლამური ფედერაციის თავჯდომარის ჟურნალისტებთან გავრცელებულ განცხადებაში აღინიშნა, რომ იმედოვნებენ ხანძრის მიზეზის დაკონკრეტებას. როგორც ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ხდება საჭირო ღონისძიებების გატარება ასეთივე ღონისძიების გატარებას ელიან ისლამოფობიის წინააღმდეგაც. წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდებიან მუსლიმაბები.
”ჰაბერ თურქ”-ი წერს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გამოთქმული გაფრთხილების შესახებ, რომელიც აღნიშნავს, რომ დასავლეთ აფრიკისთვის საშიშროების შემქმნელი ებოლას ეპიდემია, რომელმაც 1069 დამიანი შეიწირა, არაფრად იქნა მიჩნეული. მაგრამ საჭიროა მის წინააღმდეგ სასწრაფო ზომების მიღება.
გაზეთ ”სტარ”-ის ცნობით, რომელიც ეყრდნობა საბანკო რეგულირებისა და ზედამხედველობის სააგენტოს მონაცემებს, თურქ მილიონერთა რაოდენობამ 60.714-ს მიაღწია. ივნისიდან მოყოლებული იმ პირთა რაოდენობა, რომელთაც მილიონ ლირაზე მეტი ფული აქვთ ბანკებში, არის 60.714-ი.
წლის პირველ ექვს თვეში მილიონერთა კლუბს დაემატა 3.868 ადამიანი.
გაზეთ”-მილიეთ”-ი წერს, რომ ბრიუსელის ცნობილი მოედანი Grand Place-ი 600 ათასი ბეგონიის ყვავილით შეიმოსა და თურქულ ხალიჩად გადაიქცა. ბელგიის თურქული მუშათა ძალის 50 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა 75 მეტრი სიგრძის და 25 მეტრი სიგანის ფართობზე.
გაზეთ ”სტარ”-ის ცნობით, თურქი ხალხი დაფეხბურთის საზოგადოება დიდი სამგლოვიარო ცერემონიით გამოეთხოვა თურქეთის ფეხბურთის აღიარებულ პიროვნებას სულეიმან სებას. ათასობით ადამიანი შეუერთდა მის დაკრძალვის ცერემონიას.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები