თურქული პრესა 28.07.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

72698
თურქული პრესა 28.07.2014


დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ სტარში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც რამაზან ბაირამობასთან დაკავშირებით ოფიციალური მისალოცი მესიჯი გაავრცელა თურქეთის პრეზიდენტმა აბდულლაჰ გიულმა და მასში მშვიდობა და სტაბილურობა უსურვა რა მუსლიმანურ სამყაროს და მთელს მსოფლიოს, იმედი გამოთქვა რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტებიც მალე დასრულდება და ბოლო მოეღობა სისხლისღვრას და ცრემლებს რა, ეს ქვეყნებიც დაიწყებენ აღორძინებას


იენი შაფაკიც ადგილს უთმობს გიულის მესიჯს და წერს, რომ მასში იგი ფაქტიურად გამოემშვიდობა თურქ ხალხს როგორც პრეზიდენტმა, რადგან 10 აგვისტოს ვადა უსრულდება მის 7 წლიან პრეზიდენტობას. ამავე მესიჯში გიული ამბობს, რომ იგი გააგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას და ხალხისადმი მსახურობას, ხაზს უსვამს იენი შაფაკი


“გამომშვიდობება რეზიდენციასთან“, ასეთი სახელწოდების სტატიით ეხმიანება გიულის მხრიდან გავრცელებულ მესიჯს მილლიეთი და წერს, რომ მისი სიტყვებით როგორც აქამდე ერთგულად ემსახურებოდა იგი თურქ ხალხს, საპრეზიდენტო რეზიდენციასთან გამომშვიდობების შემდეგაც ხალხის სამსახურში ჩადგება და მისი პარტია რა დავალებასაც მისცემს, იმ პოსტზე გააგრძელებს ამაყად მუშაობას


ჰურრიეთი კი პრემიერ ერდოღანის მისალოც მესიჯს უთმობს ადგილს, რომელშიც იგი ხაზს უსვამს, რომ წლევანდელ ბაირამობას ჩრდილს აყენებს ღაზაში და სხვა ისლამურ ქვეყნებში მიმდინარე სისხლიანი მოვლენები და ამ კონფლიქტებისათვის ბოლოს მოღება ისურვა


საბაჰი იტყობინება, რომ ღაზაში ისრაელის დაბომბვის შედეგად მძიმედ დაჭრილი 1 პალესტინელი ერდოღანის მითითებით თურქეთში ჩამოიყვანეს სამკურნალოდ და მის ჩამოსაყვანად სპეციალური თვითმფრინავი გაიგზავნა ანკარიდან კაიროში

ჰაბერთურქის მიხედვით თურქეთის და ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები შეთანხმდნენ თურქეთიდან ღაზელებისადმი 17 ტონა სამედიცინო დახმარების მიწოდების საკითხში


მილლიეთი ეკონომიკურ გვერდზე ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრის ლუტფი ელვანის განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი ამბობს, რომ მალე რკინიგზების პრივატიზაციას დაიწყებენ და ამ პროცესს 2015 წლის ბოლოსათვის მთლიანად დაასრულებენ რა, მგზავრების გადაყვანა და ტვირთების გადაზიდვა თურქეთის ტერიტორიაზე მთლიანად კერძო სექტორის ხელში გადავა


საბაჰი სპორტულ გვერდზე იტყობინება, რომ ირანის საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის, სუპერლიგის რამდენიმე კლუბმა ჩემპიონატისათვის მზადების ფარგლებში საწვრთნელ ბანაკად აირჩია თურქეთის განთქმული კურორტი ანტალია, სტამბოლი და ბურსა. ასე რომ, ირანის სუპერლიგის 4 მოწინავე კლუბი სეფაჰანი, საიფა, ისთიკლალი და პერსოპოლისი უკვე ჩამოვიდნენ თურქეთში და დაიწყეს წვრთნები და მომზადება ახალი სეზონისათვის, წერს საბაჰი


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები