თურქული პრესა 16.07.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

131443
თურქული პრესა 16.07.2014

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული სტატიით, რომლის სახელწოდებაც გახლავთ „ნომერ პირველი დამნაშავე გაეროა“. სტატიის მიხედვით, თურქეთის პრემიერმინისტრმა რ. თ. ერდოღანმა განაცხადა, რომ ისრაელის მიერ ღაზაზე განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხისმგებელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაა და იგი უმოქმედობისათვის გააკრიტიკა.

გაზეთი „აქშამი“-ს ინფორმაციით, თურქეთის პალატათა და ბირჟათა გაერთიანების (TOBB) თავმჯდომარემ რიფათ ჰისარჯიქლიოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთმა ბოლო 30 წელიწადში არაჩვეულებრივი ცვლილებები განიცადა, დღეს უკვე ქვეყანა 20 ათასი სახეობის პროდუქციას ჰყიდის და ყველაზე მეტი ტურისტების მიმზიდველი ქვეყნების სიაში თურქეთი მეექვსე ადგილზეა.

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ცნობით, 2014 წლის Skytrax-ის მგზავრთა შეფასებების მიხედვით, თურქეთის ავიახაზები ბოლო ოთხი წელიწადია „ევროპის საუკეთესო ავიაკომპანიად“ სახელდება. სტატიის მიხედვით, მგზავრთა გამოკითხვების მიხედვით „საუკეთესო ბიზნეს კლასის კერძების“, „საუკეთესო ბიზნეს კლასის მგზავრთა სალონის განსაკუთრებული კერძებისა“ და „სამხრეთ ევროპის საუკეთესო ავიაკომპანიის“ ჯილდოებიც წელს თურქეთის ავიახაზებმა მოიპოვა.

„თურქული ვერტმფრენები ევროპაში“ - ასეთი სათაურის სტატიას აქვეყნებს გაზეთი „ვათანი“ და წერს, რომ ინგლისის ქალაქ ფარნბოროში გამართულ საერთაშორისო ავიაციის გამოფენაზე თურქი ინჟინრების მიერ დამზადებული ადგილობრივი წარმოების მოიერიშე და ტაქტიკური დაზვერვის ვერტმფრენი ATAK და უპილოტო საფრენი აპარატი ANKA იქნა წარმოდგენილი.

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს თანახმად, იაპონური სამუშაო მანქანების მწარმოებელი კომპანია სუმიტომო ახლად დამყარებული პარტნიორობით თურქეთის გაყიდვებისა და განაწილების რეგიონალურ ბაზად გადაქცევას გეგმას. აქვე მოყვანილია სუმიტომოს თავმჯდომარის მოადგილის იშირო შიმადას განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ თურქეთში არსებობით ძლიერ სავაჭრო ხიდს შექმნიან და გეგმავენ თურქეთის გაყიდვებისა და განაწილების რეგიონალურ ბაზად გადაქცევას.

და ბოლოს, გაზეთი „ვათანი“ იუწყება, რომ სტამბოლის ბირჟა, რომელიც ამერიკული ბირჟის Nasdaq OMX-ის სტრატეგიულ პარტნიორობაზე წავიდა, მთელ დღეზე გათვლილ ერთ სეანსზე გადასასვლელად ემზადება. გაზეთის თანახმად, პროცედურები 09.15 საათზე დაიწყება და 17.40 საათზე დასრულდება და მისი ამოქმედება 2015 წლის ივლისში მოხდება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები