10. 07. 2014. თურქული პრესა

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

124773
10. 07. 2014. თურქული პრესა


თურქული პრესის მიმოხილვას დავიწყებთ გაზეთ ”იენი შაფაკ”-ით, რომელიც წერს, რომ გრძელდება პრემიერის და პრეზიდენტობის კანდიდატის რ.თ. ერდოღანის ხედვის დოკუმენტისთვის მოსამზადებელი სამუშაოები, რომლის შესახებაც განცხადებას გაავრცელებს სტამბოლში.
გაზეთი წერს, რომ სხდომას შეუერთდებიან ერდოღანის პოლიტიკოსი ამხანაგების ჩათვლით, მისი 30 მასწავლებელი, უბნის ამხანაგები, 7 ოლქის 70-დე მეწარმე, მარმარისის, აეროპორტის, სტამბოლის მესამე დიდი პროექტების მშენებელ-ინჟინრების და მუშების წარმომადგენლები.
გაზეთ ”მილლიეთ”-ის ცნობით, ისრაელის ღაზაზე განხორციელებულ თავდასხმას ორ დღეში შეეწირა 50-დე ადამიანი, დაიჭრა მრავალი, მათ შორის არიან ბავშვებიც.
გაზეთის ცნობით, 2000 წლიდან მოკლული პალესტინელი ბავშვების რაოდენობამ მიღწია 1407-ს.
გაზეთი ”საბაჰ”-ი წერს, რომ დენიზლის ”აბალიოღლი ჰოლდინგი”, აშშ-ში გააშენებს თავის პირველ ქარხანას, რომელსაც დასჭირდება 42 მოლიონი დოლარი. დასაქმებულ იქნება 300 ადამიანი.
გაზეთი აღნიშნავს, რომ მეხიკოს შტატის სანტა ტერეზას რეგიონის სამრეწველო პარკში დაგეგმილი ხსენებული საწარმოსთვის საჭირო იქნება დაახლოებით 24 ათასი კვადრატული მეტრის ტერიტორია. ქარხნის მშენებლობა დაიწყება 2015 წელში.
გაზეთი ”სტარ”-ი წერს, რომ 27 სექტემბრის და 1 ოქტომბრის რიცხვებს შორის, სტამბოლში დაიწყება ავეჯის ინდუსტრიის, ტყის მრეწველობის სფეროში თურქეთის და მსოფლიოს ლიდერი კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი ხის გადამმუშავებელი მანქანების ფორუმი.
აღნიშნავს, რომ გასულ წელს ჩატარებულ ხსენებულ ფორუმს შეუერთდა 30 ქვეყნის 880 ფირმა და წარმომადგენელი. წელს უფრო ფართო მასშტაბით ჩატარდება ეს ფორუმი, რომელზეც ფირმის ყველა სექტორის ნოვატორული სამუშაო იქნება დემონსტრირებული.
ფორუმი, მასპინძლობას გაუწევს 90 ქვეყნის, 65 ათასზე მეტ სტუმარს.
გაზეთი ”ვათან”-ი კი წერს, რომ თურქული საავტომობილო ფირმის ექსპორტირებული 100 მანქანიდან 73 ევროკავშირის ქვეყნებში მიდის. თურქული საავტომობილო ფირმის ევროკავშირის ქვეყნებში წლის პირველი ნახევრის ექსპორტი, გასული წლის ექსპორტთან შედარებით გაიზარდა 73.80 %-ით.
გაზეთი ”აქშამ”-ი წერს მსოფლიო პრიზის გათამაშებაში ნიდერლანდების გუნდსა და არგენტინის გუნდს შორის გათამაშებული მატჩის შესახებ, რომლის დროსაც პენალტებით ნიდერლანდების გუნდს 4-2 მოუგო არგენტინის გუნდმა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები