05. 07. 2014. თურქული პრესა

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

118595
05. 07. 2014. თურქული პრესა

05. 07. 2014. თურქული პრესა
თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა
თურქული პრესის მიმოხილვას დავიწყებთ გაზეთ ”მილლიეთ”-ით, რომელიც წერს, ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრის თანერ ილდიზის სიტყვების შესახებ, რომლის მიხედვითაც გასული წლის ივნისის თვეში თურქეთის 60.121 მეგავატის სიმძლავრის ელექტრო ენერგია, ამავე დროის 2014 წლისთვის გაიზარდა 11 %-ით და გახდა 66.632 მეგავატი.
ელექტროსადგურების რაოდენობა კი გაიზარდა 20,4 %-ით.
გაზეთი ”იენი შაფაკ”-ი კი წერს, რომ ანკარის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის კარდიოლოგიური განყოფილების გამგე პროფ. ჩეთინ ეროლი არჩეულ იქნა ევროპის კარდიოლოგიური ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად. გაზეთი იტყობინება რომ თურქი პროფესორი ჩეთინ ეროლი არჩეულ იქნა იმ ასოციაციის წევრად, რომელიც თავს უყრის 6 გაერთიანებას, 4 საბჭოს, 16 სამუშაო ჯგუფს და 56 ქვეყნის ნაციონალურ ასოციაციას, რომელთაც გააჩნიათ განსაზღვრული რაოდენობით ხმის გამოყენების უფლება. ჩეთინერი შერჩეულ იქნა 13 კანდიდატს შორის.
გაზეთი ”საბაჰ”-ი გერმანიაში მომუშავე ქალებს აცნობს სასიხარულო ინფორმაციას. აღნიშნავს, რომ მცირე დრითაც რომ იყოს თურქი ქალი გერმანიაში ნამუშევარი და სამშობლოში დაბრუნებული, მათ მიეცემათ პენსია. ეს მოხდება გერმანიის ახალი საპენსიო კანონის მიხედვით.
გაზეთი ”მილლიეთ”-ი კი წერს, რომ ადანის იუმურთალიღის რაიონში ნაპოვნი იქნა თევზის კუდის მქონე, ცხენზე მჯდომი მეთევზის ეროსის მეორე მოზაიკა.
ბერძნულ მითოლოგიაში მას ”Hippocampus”-ს უწოდებენ და აღნიშნავენ რომ ეს ექსპონანტი არის მსოფლიოში უნიკალური. გასულ წელს გათხრებში იყო ნაპოვნი ცხენზე მჯდომი 10 კვ. მეტრის სიდიდის ცხენზე მჯდომი მეთევზის ეროსის მოზაიკა.
გაზეთ ”აქშამ”-ის ცნობით, გერმანელი პრემიერ ლიგის კლუბი ლივერპოლი, ოფიციალურად შეუთანხმდა 20 წლის თურქ ფეხბურთელ ემრე ჯანს. ლივერპოლის ტექნიკური დირექტორის განცხადებით ემრე კარგი ფეხბურთელია და არ შეცდნენ მის არჩევაში.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები