თურქული პრესა 27.06.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

108952
თურქული პრესა 27.06.2014



დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ იენი შაფაკში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც 2011 წლის მარტის თვეში დაწყებული სამოქალაქო ომი სირიაში გრძელდება და მას ყოველდღიურად ასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ეწირება, მაგრამ, მიუხედავად ამისა დასავლეთი არავითარ რეაგირებას არ ახდენს ესადის რეჟიმის ძალმომრეობაზე. ამით გათამამებული ესადი კი თავისი ხალხის წინააღმდეგ კასეტური ბომბების გამოყენებასაც არ ერიდება და ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტ სისხლს ღვრის


მილლიეთი ამერიკულ სოციალურ ქსელ “Twiplomasi“-დან ამოღებულ მასალას ბეჭდავს, რომელშიც სოციალურ ქსელებში მსოფლიო დიპლომატების პოპულარიზაციის ანგარიშია გამოქვეყნებული და მასში წერია რომ, ყველაზე მეტი, 1 მილიონ 511 ათასი მიმდევარით პირველ ადგილზე დგას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმეტ დავუთოღლუ


“ევროკავშირში უვიზოდ შესვლა 3,5 წლის შემდეგ“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას სტარში და მასში ვკითხულობთ: გუშინ თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის გენერალურ სესიაზე ხმის უმრავლესობით იქნა მიღებული ევროკავშირთან ხელმოწერილი ე.წ. რეადმისიის შეთანხმება, რომელიც თურქეთიდან ევროკავშირში არალეგალურად გადასული უცხოელი მიგრანტების უკან, თურქეთში დაბრუნებას ითვალისწინებს და ამ შეთანხმების საფუძველზე 3,5 წლის შემდეგ ევროკავშირის კანდიდატი თურქეთის მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობა შეეძლებათ


საბაჰის ეკონომიკური მიმომხილველი სტამბოლში ჩამოსულთა რაოდენობას ეხება და წერს რომ, ზაფხულის დადგომასთან ერთად ყოველდღიურად იზრდება ამ ქალაქში როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოეთიდან ჩამოსულ ტურისტთა რაოდენობაც. მიმომხილველის თქმით მარტო 25 ივნისს სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში დაეშვა და აფრინდა 1300 სამგზავრო თვითმფრინავი, რაც რეკორდს წარმოადგენს, რადგან ყოველ 66 წამზე ერთი თვითმფრინავი მოდის, ე.ი. 24 საათის განმავლობაში ეს აეროპორტი მთლიანობაში 142 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურა, წერს საბაჰის ეკონომიკური მიმომხილველი

იენი შაფაკი ეკონომიკურ გვერდზე იტყობინება, რომ გუშინ ტრაპიზონმა თურქეთ-რუსეთის ბიზნეს ფორუმს უმასპინძლა და მასზე დადებითი შეფასება მისცეს ორი ქვეყნის ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობს, რის შედეგადაც მათ შორის სავაჭრო ბრუნვამ წელიწადში 32 მილიარდ დოლარს გადააჭარბა და უახლოეს წლებში ამ ციფრის გაზრდას გეგმავენ


და ბოლოს, დღევანდელი გაზეთები პირველსავე გვერდებზე ულოცავენ მკითხველებს რამაზანის, ე.ი. ერთთვიანი მარხვის დაწყებას და იუწყებიან რომ, პირველი მარხვა ამაღამ დაიწყება და ერთი თვე გაგრძელდება რა, მას სამდღიანი რამაზან ბაირამობა მოჰყვება, რითაც დასრულდება 11 თვის სულთანად წოდებული ერთთვიანი მუსლიმანური მარხვა


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები