26. 06. 2014. თურქული პრესა

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

107994
26. 06. 2014. თურქული პრესა


თურქული პრესის მიმოხილვას დავიწყებთ გაზეთ ”აქშამ”-ით, რომელიც ეკონომიკურ გვერდში წერს, რომ მაისში ბინების გაყიდვამ წლის უმაღლეს დონეს მიაღწია და გაიზარდა 8 %-ით. გაზეთის ცნობით სტამბოლი 17 ათას 852 ბინის გაყიდვით და 19,8%-იანი წილით პირველ ადგილზე აღმოჩნდა. სტამბოლს 12,2 %-ით მეორე ადგილზე მიჰყვება ანკარა, 6,5 %-ით მესამე ადგილზეა იზმირი.

გაზეთ ”საბაჰ”ის ცნობით, იზმირის სავაჭრო პალატის (İTO) 28 კაციანი დელეგაცია აფრიკული სახელმწიფოებიდან ბენინში ჩავიდა. თურქეთ-ბენინის რიგით მეორე ბიზნეს ფორუმზე მოხსენებით გამოსული ბენინის პრეზიდენტის ბონი იაინის განცხადებით, იზმირელი მეწარმეები, სახელმწიფოში ინვესტიციების დასაბანდებლად თვითონ მიიწვია. მან ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ეკონომიკის ზრდა სურთ თურქი ბიზნესმენების მეშვეობით და სურთ მათ შორის არსებული მეგობრობის კონკრეტული ნაბიჯების დანახვა.
გაზეთი ადგილს უთმობს იზმირის სავაჭრო პალატის გამგეობის თავმჯდომარის ექრემ დემირთაშის სიიტყვებსაც, რომელშიც წერია: ”მზად ვართ ყველანაირი მხარდაჭერისთვის, მოვედით რათა გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება.”

გაზეთ ”სტარ”-ის ცნობით, ანზაკების ჩანაკკალეში ბრძოლის მე-100-ე წლისთავის წინ, რომელიც 2015 წელში უნდა შესრულდეს, ახალი ზელანდიის აღორძინების სააგენტომ CEO-მ და ანზაკების მემკვიდრემ პეტერ კრისტეპმა ქება-დიდება შეასხა თურქეთის ეკონომიკურ ზრდას და სტაბილურობას.

გაზეთი ”ჰაბერ თურქი” წერს, რომ აშშ-ის ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული ექსპერიმენტით, იან ბურკჰარტმა, რომელსაც პარალიზებული აქვს კისრის ქვედა ნაწილი, შესძლო თავში ჩასმული ჩიპის მეშვეობით და ძლიერი აზროვნებით მკალავების მოძრაობა.
გაზეთი აღნიშნავს, რომ ეს არის მედიცინაში ისტორიული მოვლენა. ბურკჰარტი კი არის ის პირველი პარალიზებული პაციენტი, რომელმაც შესძლო ამის განხორციელება.

გაზეთ ”მილლიეთ”-ის ცნობით 98 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი მსახიობი ილაი უოლაკი.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები