თურქული პრესა 25.06.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

106813
თურქული პრესა 25.06.2014

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული სტატიით, რომლის თანახმადაც, ლუქსემბურგში შეკრებილმა ევროკავშირის 28 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა „მიღწეული წინსვლის გამო“ 2009 წელში ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმომწერ ალბანეთს „კანდიდატი ქვეყნის სტატუსი„ მიანიჭეს. სტატიის მიხედვით, ამ გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში ბრიუსელში გასამართ ლიდერთა სამიტზე გაიტანენ. ინფორმაციის მიხედვით, გადაწყვეტილების დამტკიცების შემდეგ შესაძლებელია ალბანეთის ევროკომისიასთან რთული გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესი დაიწყო. 

გაზეთი „სტარი“-ს თანახმად, საერთაშორისო საინვესტიციო ასოციაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა აქინ ქოზანოღლუმ განაცხადა, რომ წელს თურქეთში მოსალოდნელია 16 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შემოსვლა. მისივე თქმით, თურქეთში პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შემოსვლა სექტორულ ბაზაზე ენერგო, ფინანსური, ჯანდაცვისა და უძრავი ქონების სექტორები უფრო დიდ მნიშვნელობას შეიძენენ. 

გაზეთი „ვათანი“ იუწყება, რომ თურქეთის ავიახაზები აფრიკაში 39-ე პუნქტში, ბენინში, დაიწყებს ფრენების შესრულებას და რეისები სტამბოლიდან ბენინის მიმართულებით კვირაში ოთხჯერ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას განხორციელდება. 

გაზეთი „საბაჰი“-ს ეკონომიკურ განყოფილებაში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ველოსიპედების მწარმოებელი უდიდესი ფრანგული კომპანია Solex-ის მფლობელმა ჟან პიერ ბანსარდმა განაცხადა, რომ თურქეთში 3 წელიწადში ველოსიპედების წარმოებისათვის სამონტაჟო საწარმოს აგება სურთ, რის შემდეგაც მას საწარმოო ბაზად გადააქცევენ და ნაწილებს თავად თურქეთში დაამზადებენ. გაზეთის თანახმად, ფრანგმა ბიზნესმენმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთში ტურიზმის სექტორში ჩართვა და ამ ფარგლებში „ოქროს რქაზე“ სასტუმროს გახსნა სურთ. 

და ბოლოს, გაზეთი „აქშამი“ იუწყება, რომ თურქეთის ვაკიფბანკის ქალთა ფრენბურთის კლუბი ბოლო 73 მატჩში 73-ვეს მოგების გამო გინესის რეკორდების წიგნში „მსოფლიოში ზედიზედ ყველაზე მეტი მოგების მომპოვებელი გუნდის“ სტატუსით შევიდა.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები