22. 06. 2014. თურქული პრესა

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

103015
22. 06. 2014. თურქული პრესა


თურქული პრესა ფართო ადგილს უთმობს პრემიერ მინისტრის ერდოღანის ლიონის შეხვედრას. გაზეთი ”საბაჰ”-ი აღნიშნავს, რომ პრემიერმა ერდოღანმა გუშინ, საფრანგეთის ქალაქ ლიონში, ევროპული თურქული დემოკრატიული კავშირის შექმნის მეათე წლისთავზე მოწოდებით მიმართა თანამემამულეებს. დღის წესრიგში ე.წ. სომხური იდეებიც იდგა. მისი განცხადებით საშინაო პოლიტიკაში, ექსპლოატაციის გზით და ადამიანების გულების მოგების მიზნით, ძალადობის, რასიზმის, დისკრიმინაციისა და ისლამოფობიის გამოყენება საფრთხეს შეუქმნის ევროპის ღირებულებებს.
გაზეთი ”იენი შაფაკ”-ი წერს ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრის თანერ ილდიზის სიტყვების შესახებ, რომლის ცნობითაც, ერაყის დამასკოს ისლამური სახელმწიფოს (IŞİD) მხრიდან ბეიჯის ნავთობ გადამმუშავებელი ქარხნის ხელში ჩაგდების და წარმოების შეჩერების შემდეგ, მოვიდა მოთხოვნა თურქეთის მხრიდან იქნას უზრუნველყოფილი სახელმწიფოს ნავთობის მოთხოვნილება. ილდიზის განცხადებით, ეს შესაძლებელია TÜPRAŞ-ის მხრიდან, მაგრამ მისი გადატანა ჰაბურის სასაზღვრო კართან დიდ რიგებს გამოიწვევს. ფიზიკურად მისი ცხოვრებაში გატარება არ იქნება იოლი.
გაზეთი მილიეთ”-ი წერს, რომ სტამბოლში თავის თაყვანისმცემლებს შეხვდა ცნობილი ამერიკელი მომღერალი ბობ დილანი.
დამსწრეებს გააცნო თავის წიგნში მოთხრობილი თავგადასავალი, რომ თვითონაც თურქია. მამამისი ტრაპზონიდან არის წასული, წარმომავლობით ყარსიდან არის. დაუვიწყარი კონცერტი ჩაუტარა თავის თაყვანისმცემლებს.
გაზეთი ”ჰურრიეთი” კი აღნიშნავს, რომ 28 წელია ევროპაში
ისლამოფობიის და რასიზმის წინააღმდეგ მებრძოლმა საერთაშორისო სამართალის, მშვიდობა და თანასწორობის საბჭომ (COJEP) საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში გასცა საერთაშორისო ვერცხლის ცხენის, კინოფილმების და მუსიკის პრემიები. ვერცხლის ცხენის პრემიის ღონისძიებაზე, პრემია დაიმსახურა მუჰაბბეთმა. მუსიკის სფეროში ჯილდო გადაეცა პარიზში თურქული ხელოვნების მუსიკალური გუნდის შემქმნელ სელინ თენიკს.
თურქული გაზეთები ფართო ადგილს უთმობენ სპორტულ ამბებსაც.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები