თურქული პრესა 13.06.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

93043
თურქული პრესა 13.06.2014





ჰაბერთურქი ეკონომიკურ გვერდზე წერს რომ, ერაყში მიმდინარე პროცესებმა საერთაშორისო ნავთობის ბაზარზე უარყოფითი რეაქცია გამოიწვია და ომის ახლიდან დაწყების შიშით ნავთობის ფასმა აწევა დაიწყო


სტარში ყურადღებას იქცევს სტატია სახელწოდებით, “Türksat 4B“ თანამგზავრი მზადაა და მასში ვკითხულობთ: იაპონიის მიერ წარმოებული და თურქეთისათვის განკუთვნილი სატელიტური თანამგზავრის შექმნაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს თურქმა ინჟინრებმაც და იგი თურქეთიდან ჩამოსულ სამთავრობო დელეგაციას საზეიმო ცერემონიით გადასცეს იაპონიის “Mitsubishi Electric“-ის ფირმის ქალაქ კამაკურაში მოქმედ ქარხანაში. ცერემონიაზე სიტყვით გამოსულმა თურქული ს/ს “ Türksat“-ის გენერალურმა დირექტორმა ენსარ გიულმა თქვა რომ, “Türksat 4B“-ს წინ, კონკრეტულად კი მიმდინარე წლის თებერვალში მათ ბაიკონურის კოსმოსური ცენტრიდან ასევე იაპონიაში დამზადებული “Türksat 4A“ თანამგზავრი გასტყორცნეს კოსმოსში და უახლოეს დღეებში ეს სატელიტური თანამგზავრი აღმოსავლეთით გრძედის 42 გრადუსის პარამეტრებში დაიწყებს მომსახურების გაწევას
საბაჰის მიხედვით კი თურქეთის მთავრობა ემზადება პირველი ეროვნული თანამგზავრის “Türksat 6A“ წარმოებისათვის, რის შესაბამის შეთანხმებას უკვე ხელი მოეწერა და მის ფარგლებში თანამგზავრის გამტყორცნი რამპაც თვით თურქეთში დამზადდება და ჯერ ჯერობით ყველაზე შესაფერის ადგილად მუგლას ოლქი იქნა ამორჩეული


დღევანდელი ყველა თურქული გაზეთი დიდ ადგილს უთმობს გუშინ ბრაზილიაში დაწყებულ მსოფლიოს მე-20 ჩემპიონატს ფეხბურთში და წერენ რომ, პირველსავე მატჩში ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა ქალაქ სან-პაულოს სტადიონზე ანგარიშით 3:1 დაამარცხეს ხორვატიის ნაკრები და ამით ჯგუფის თამაშებში კარგი სტარტი აიღეს


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები