თურქული პრესა 10.06.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

88931
თურქული პრესა 10.06.2014

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ იენი შაფაკში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთში პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩამოსულ ირანის პრეზიდენტ ჰასან რუჰანის ჩანკაიას რეზიდენციაში ოფიციალური მიღება მოუწყო მისმა თურქმა კოლეგამ აბდულლაჰ გიულმა. პრემიერ ერდოღანთან დასრულებული პირისპირი შეხვედრის შემდეგ კი მათ ერთობლივი პრეს კონფერენცია მოაწყვეს, რომელზედაც აღნიშნეს რომ, ამ ვიზიტის შემდეგ ორი მეზობელი ქვეყნის ურთიერთობებში ახალი ეტაპი დაიწყება. მხარეების შეთანხმდნენ, რომ სავაჭრო ბრუნვის გაზრდის მიზნით ახალი პროექტები შეიმუშაონ და მის ფარგლებში სპარსეთის ყურე და ომანის ზღვა რკინიგზის მაგისტრალებით დაუკავშირონ შავ და ხმელთაშუა ზღვებს, წერს იენი შაფაკი

საბაჰის კორესპონდენტი გერმანიიდან იუწყება რომ, 10 წელი შეუსრულდა ქალაქ კიოლნში გერმანელი ნაცისტების მხრიდან განხორციელებულ ბომბიან ტერაქტს, რასაც რვა თურქი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. ტერაქტი კიოლნის კეუპის პროსპექტზე მოხდა, რომელსაც “პატარა სტამბოლსაც“ ეძახიან და 2004 წლის 9 ივნისს დაღუპული თურქების ხსოვნის საპატივსაცემოთ გუშინ ამ პროსპექტს ეწვია გერმანიის პრეზიდენტი იოახიმ გაუკი, რომელმაც ადგილობრივ თურქებთან საუბარში მწუხარებით მოიგონა კიოლნის ტრაგედია, ხოლო შემდეგ კი იმ რესტორანში ისადილა, რომელიც ტერაქტის დროს ძალზედ დაზიანდა. გაუკის ამ ჟესტმა გერმანიაში მცხოვრები თურქების კმაყოფილება გამოიწვია, იტყობინება საბაჰის გერმანელი კორესპონდენტი

ვათანი ეკონომიკურ გვერდზე წერს, რომ თურქეთის სტატისტიკურმა ინსტიტუტმა გუშინ მიმდინარე წლის აპრილის თვის საწარმოო მაჩვენებლები გამოაქვეყნა და მისი მიხედვით ამ თვეში 4,6%-იანი ზრდა დაფიქსირდა მრეწველობაში, რაც ადრე პროგნოზირებულზე გაცილებით მეტია
აქშამის ეკონომიკური მიმომხილველი კი იტყობინება რომ, თურქეთის საჰაერო ფლოტი “THY“, აშშ-ის ბოინგის მარკის თვითმფრინავის მწარმოებელ ფირმისაგან 15 ცალ “B737-8 MAX“-ის ტიპის სამგზავრო თვითმფრინავს შეისყიდის და ხელმოწერილი შეთანხმებით ხსენებული თვითმფრინავების ჩაბარება 2020 წელში დასრულდება

იენი შაფაკი იუწყება რომ, სამამულე მოიერიშე შვეულმფრენების პირველი პარტიის ჩაბარება თურქეთის შეიარაღებული ძალებისათვის გუშინ საზეიმო ცერემონიით მოხდა. “ATAK“-ის სახელწოდების ამ შვეულმფრენს 2 ცალ “Stringer“-ის ტიპის რაკეტა მტყორცნთან ერთად რვა მართვადი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემაც გააჩნია და ზოგიერთი თვისებებით ამ კლასის შვეულმფრენებს შორის ყველაზე საუკეთესოდაც კი ითვლებიან, ვკითხულობთ იენი შაფაკში

საბაჰი სპორტულ გვერდზე იტყობინება რომ ბრაზილიაში ზეგ იწყება მსოფლიოს მორიგი ჩემპიონატი ფეხბურთში და რვა ჯგუფში მოთამაშე 32 ქვეყნის ეროვნული ნაკრებების მთავარ მწვრთნელებს შორის ოთხი ისეთი პირია, რომლებიც სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა თურქული კლუბების მწვრთნელები ყოფილან და ესენი არიან: რუმინელი დელ ბოსკუ, გერმანელი ლოვი და ბოსნიელი ჰალილჰოდზიჩი და სუსიჯი

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები