თურქული პრესა 08.06.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

86598
თურქული პრესა 08.06.2014



დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ ჰურრიეთში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც გუშინ სტამბოლში საზეიმო ცერემონიით ჩაეყარა საძირკველი მსოფლიოს ერთ ერთ უდიდეს აეროპორტს და ცერემონიაზე სიტყვით გამოსულმა პრემიერმინისტრმა ერდოღანმა თქვა რომ, სტამბოლის ამ მესამე აეროპორტს, რომლის მშენებლობაც დასრულდება 2017 წლისათვის, ექნება 6 ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი, 70 ათასი ცალი ავტომობილის ტევადობის ავტოპარკი და პირველ ეტაპზე წელიწადში 150 მილიონ მგზავრს მოემსახურება, შემდეგ ეს ციფრი 200 მილიონამდე გაიზრდება


მილლიეთის ცნობით ხვალ ანკარაში პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩამოვა ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი და მას მიიღებენ რა თურქი მაღალჩინოსნები, ამის პარალელურად პრემიერ ერდოღანთან ერთად იგი მონაწილეობას მიიღებს თურქეთ-ირანის უმაღლესი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს შეკრებაში, რითაც ამ ორი მეზობელი ქვეყნის ურთიერთობები ახალ ფაზაზე გადავა


იენი შაფაკის ეკონომიკური მიმომხილველი იტყობინება რომ, თურქეთის თავდაცვის მრეწველობის მოწინავე ფირმა “ASELSAN“-ი, თავის ყაზახურ პარტნიორ ფირმა “Kazakhstan ASELSAN Engineering“-თან ერთად ყაზახეთის თავდაცვის სამინისტროსა და საზღვრების დაცვის დეპარტამენტის დაკვეთით ღამის და თერმული ხედვის სისტემების წარმოება-რეალიზაციას დაიწყებს და ამ მიზნით უკვე ლიცენზია მიიღო


ჰაბერთურქი კულტურის გვერდზე წერს რომ, ახალ დამწყებმა თურქმა თეატრის მსახიობმა ესინ ვარანმა რამდენიმე წლის წინ თურქეთი დასტოვა და ნიუორკში ჩავიდა რა, აქ ბროდვეის სცენაზე დაიწყო გამოსვლები. ვარანის პერფორმანსმა მალე ამერიკელი რეჟისორების ყურადღება მიიქცია და იგი მიიწვიეს მსოფლიოში ამჟამად პოპულარულ სერიალში, სადაც ერთ ერთი ახალგაზრდა ქალის როლს შეასრულებს


საბაჰში განთავსებული სტატიის მიხედვით ცენტრალურ ანატოლიაში მდებარე კაჰრამანმარაშის ეროვნულ ნაკრძალად გამოცხადებულ ულუდაზის გორაზე 50 მილიონამდე ციცინათელა ბინადრობს და ღამღამობით მათი გადაადგილებისას წარმოუდგენელი სილამაზის ვიზუალური ჩვენება იმართება რა, ახლა ნაკრძალის ხელმძღვანელები ამ ჩვენების რეკლამა-პოპულარიზაციის მიზნით ექსკურსიებს და სამოგზაურო ტურებს აწყობენ


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები