თურქული პრესა 06.06.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

84496
თურქული პრესა 06.06.2014




დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ სტარში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთს თურქულენოვანი სახელმწიფოების ლიდერები ეწვივნენ და ეგეოსის ზღვისპირა საკურორტო ქალაქ ბოდრუმში შემდგარ გუშინდელ სამიტზე თურქულ სამყაროში ტურიზმის განვითარების საკითხები და პერსპექტივები განიხილეს. მასზე სიტყვით გამოსულმა მასპინძელმა თურქეთის პრეზიდენტმა აბდულლაჰ გიულმა თქვა რომ, აბრეშუმის ისტორიული გზის ფარგლებში მშენებლობა მიმდინარე ოტობანებისა და რკინიგზის მაგისტრალების ექსპლოატაციაში გადაცემის შემდეგ რეგიონში ვაჭრობასთან ერთად ძალზედ გამოცოცხლდება ტურიზმის სექტორიც
“ძმების მე-4 შეხვედრა ბოდრუმში“, ასეთი სახელწოდების სათაურით ეხმიანება თურქულენოვანი სახელმწიფოების ლიდერთა ბოდრუმის სამიტს აქშამი და მასში ვკითხულობთ: უზბეკეთის გარდა ბოდრუმს დანარჩენი ოთხი თურქულენოვანი სახელმწიფოს, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, ყირგიზეთის და ყაზახეთის ლიდერები ეწვივნენ და მათ ტურიზმის სფეროში აქტიური ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს რა, შესაბამის პროტოკოლებსაც მოაწერეს ხელი. ამავე სტატიით ლიდერები შეთანხმდნენ ერთიანი საერთო თურქული ტელეარხის შექმნის საკითხშიც
ჰურრიეთის მიხედვით ეგვიპტის ახალი ხელისუფლება აგრძელებს ზეწოლას მას-მედიაზე და გასული წლის ზაფხულში ექსპრეზიდენტ მურსის და მუსლიმანი ძმების მხარდაჭერის გამო არაბული ტელეარხ “ელ ჟეზირეს“ თანამშრომლებს მაპროვოცირებელ ქმედებებში დასდო ბრალი რა, ქვეყნის პროკურატურამ მათთვის 15-დან 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა
იენი შაფაკის ეკონომიკური მიმომხილველი წერს რომ, სტამბოლში ჩამოსულ უცხოელ ტურისტთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება და მარტო მიმდინარე წლის პირველ 5 თვეში ამ მეგაპოლს 4 მილიონ 300 ათასი უცხოელი ტურისტი ეწვია, რაც 8%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით
ვათანის ეკონომიკურ გვერდზე ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით: სტამბოლელები ფეხსაცმელს 1 ლირად იყიდიან და მასში წერია რომ, ხვალ სტამბოლში საზეიმოდ იხსნება ვაჭრობისა და დასვენება-გართობის ფესტივალი სახელწოდებით “ Shopping Fest“ და მის ფარგლებში უდიდესი სავაჭრო ცენტრები და სუპერმარკეტები ერთობლივად მიღებული დადგენილებით მხოლოდ 1 ლირად გაყიდიან ფეხსაცმელებს
საბაჰი იტყობინება რომ, ცნობილი თურქი კინო მსახიობი თუბა ბოიქუსტუნი რამდენიმე კვირის წინ გაეროს ფარგლებში მოქმედი “UNICEF“-ის კეთილი ნების ელჩად იქნა არჩეული და მან ამ რანგში პირველი ვიზიტი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, სირიის მოსაზღვრე ქალაქ ქილისში განახორციელა და მოინახულა რა სირიელი ლტოლვილი ბავშვები, მათ საჩუქრებიც გადასცა

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები