თურქული პრესა 17.05.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

68856
თურქული პრესა 17.05.2014

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ ვათანში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა თანერ ილდიზმა გუშინ საღამოს სომას ქვანახშირის საბადოში დაღუპულთა რაოდენობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ბოლო განცხადებაში თქვა რომ, კიდევ 14 დაღუპულის გვამი გამოიტანეს მაღაროდან, რის შემდეგ დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 298 კაცს მიაღწია. მისივე თქმით მაღაროში კიდევ რამდენიმე კაცია დარჩენილი და ალბათ მათ გვამებს დღეს მიაგნებენ
ჰურრიეთის კორესპონდენტი ბოსნია-ჰერცოგოვინიიდან იტყობინება რომ, რამდენიმე დღიანმა გადაუღებელმა წვიმებმა ამ ქვეყანაში მთავარი მდინარეების სავას და დუნაის აქამდე არნახული ადიდება გამოიწვია, ხოლო ამის პარალელურად 200-ზე მეტი მეწყერიც მოხდა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში და საბოლოო ჯამში ბოლო 120 წლის ყველაზე უდიდესი წყალდიდობა გამოიწვია, რასაც 1 კაცი ემსხვერპლა, ასობით სახლი დაინგრა, წყლის ქვეშ აღმოჩნდა გზები და ოტობანები, ათი ათასობით სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, მოკლედ მატერიალურმა ზარალმა ათეულ მილიონობით დოლარს გადააჭარბა
“ყირიმელი თათრების ტრაგედიიდან 70 წელი გავიდა“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას საბაჰში და მასში ვკითხულობთ: ხვალ 70 წელი უსრულდება ყირიმელი თათრების ტრაგედიას. მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, კონკრეტულად კი 1944 წლის 18 მაისს სტალინის ბრძანებით თავიანთი სახლ-კარიდან აყარეს და ციმბირში გაასახლეს 240 ათასი ყირიმელი თურქი და ხვალ უნდა აღენიშნათ ეს დღე, მაგრამ, რუსეთის მხრიდან ანექსირებულ ყირიმში ამ დღის აღნიშვნა აკრძალეს
ამავე გაზეთში კიდევ ერთი სტატია იპყრობს ყურადღებას და მისი მიხედვით წუხელ გვიან ღამით, რუსეთმა ბაიკანურის აეროდრომიდან “Express-AM4R“-ის “Proton-M“ სახელწოდების მორიგი სატელიტური თანამგზავრი გასტყორცნა, მაგრამ, გატყორცნიდან რამდენიმე წუთის შემდეგ 300 მილიონი დოლარის ღირებულების ეს თანამგზავრი ჯერ ჯერობით დაუდგენელი მიზეზებით ჩამოვარდა, ასე რომ, 545 წამში 300 მილიონი დოლარი ფერფლად გადაიქცა
მილლიეთი კუტურის გვერდზე იტყობინება რომ, გუშინ, საფრანგეთის საკურორტო ქალაქ კანში სტარტი აიღო მორიგმა, რიგით 67-ე საერთაშორისო კინოფესტივალმა, რომელზედაც თურქი რეჟისორი ნური ბილგე ჯეილანი და მისი გუნდი წითელ ხალიჩაზე სომაში დაღუპული მაღაროელების სულის საპატივსაცემოთ შავი სამკლავურებით გამოვიდნენ

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები