თურქული პრესა 16.05.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

68279
თურქული პრესა 16.05.2014

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ საბაჰში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი აბდულლაჰ გიულიც ჩავიდა მანისას რაიონის სოფელ სომაში ქვანაზშირის მაღაროში მომხდარი ტრაგედიის ადგილზე, სადაც დაღუპულთა რაოდენობამ 284 კაცს მიაღწია და ბრიფინგი მიიღო რა ენერგეტიკის მინისტრისაგან, ამის შემდეგ მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს და ყველანაირი დახმარება და მხარდაჭერა აღუთქვა მათ. ამავე სტატიით გიულმა საუბრის დროს ცრემლები ვერ შეიკავა
ამავე თემას ეხება მილლიეთიც და წერს რომ, პრეზიდენტმა ჯერ სომას საავადმყოფოში მოინახულა დაჭრილი მაღაროელები და მალე გამოჯანმრთელება უსურვა მათ, შემდეგ კი იგი ქალაქ აქჰისარის სახელმწიფო საავადმყოფოში მწოლიარე მაღაროელებიც მოინახულა და ექიმებისგან დეტალური ინფორმაციები მიიღო მათი მკურნალობის შესახებ. ამავე სტატიით ტრაგედიის ადგილიდან წამოსვლის წინ სამძიმრის გამოცხადებისას აბდულლაჰ გიულს ხმა უკანკალებდა და მწუხარებისგან ძლივს ლაპარაკობდა
სტარი კი იტყობინება რომ, სომას ტრაგედიასთან დაკავშირებით ანკარას სამძიმრის მესიჯები მოუვიდა მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან და დახმარებებიც შესთავაზეს თურქეთს, ხოლო აზერბაიჯანში დროშები ნახევრად დაწეულ იქნა და მეჩეთებში კი დაღუპული მაღაროელების სულებისთვის ილოცეს
იენი შაფაკის კორესპონდენტი ბაქოდან იტყობინება რომ, თურქეთის ბაქოს საელჩოში ჩატარებულ სამგლოვიარო ცერემონიაზე სიტყვით გამოსულმა აზერბაიჯანის ვიცე პრემიერმინისტრმა აბიდ შერიფოვმა ვერ შეიკავა ცრემლები. “ეს არის ჩვენი საერთო მწუხარება და ტრაგედია. როგორც ყოველთვის აზერბაიჯანი ახლაც დგას თურქი ხალხის გვერდით და იყოფს მის ჭირსა და ვარამს. ღმერთმა აცხონოს დაღუპულთა სულები, ხოლო მათ ოჯახებს კი მოთმინება მისცეს“, განაცხადა შერიფოვმა, წერს ი.შ.
“ქააბაშიც ილოცეს დაღუპულთა სულებისთვის“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას ჰაბერთურქში და მისი მიხედვით სომაში დაღუპულთა სულები მოიგონეს ასევე საუდის არაბეთის წმინდა ქალაქ მექაში მდებარე ქააბაში სალოცავად მყოფმა თურქებმა და ღმერთს შეევედრნენ, მეორედ აღარ განმეორდეს ასეთი დიდი ტრაგედია, რომელმაც დაამწუხრა მთელი მსოფლიოს საზოგადოებრიობა
იენი შაფაკი სპორტულ გვერდზე იტყობინება რომ, ხვალ ესპანეთის ჩემპიონატზე ერთმანეთს მადრიდის “ატლეტიკო“ და “ბარსელონა“ ხვდებიან და ატლეტიკოში მოთამაშე თურქი ფეხბურთელის არდა თურანის თქმით, სომაში დაღუპული მაღაროელების სულების საპატივსაცემოთ ხვალინდელ მატჩში მათი კლუბის ფეხბურთელები მოედანზე შავი სამკლაურებით გამოვლენ, თანაც მატჩის დაწყებამდე ერთ წუთიანი დუმილითაც პატივს მიაგებენ მათ სულებს

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები