15. 05. 2014. თურქული პრესა

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

67765
15. 05. 2014. თურქული პრესა



დღევანდელი თურქული გაზეთების მიმოხილვას გაზეთ ”იენი შაფაკ”-ით დავიწყებთ, რომელიც წერს, რომ თურქი ხალხი მისტირის სომას კატასტროფაში დაღუპულებს. 77 მილიონ ადამიანს გულები მოუკლა ამ საშინელმა ტრაგედიამ. პრემიერმა ერდოღანმა სამ დღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა სახელმწიფოში. ოფიციალურ დაწესებულებებსა და უცხოეთში არსებულ თურქულ წარმომადგენლობებში დროშები ნახევრად იქნა დაწეული.
წუთიერი დუმილით მოიხსენიეს დაღუპულთა სულები თურქეთის დიდ ეროვნულ მეჯლისში. დროებით იქნა შეჩერებული მუშაობა. გადაიდო ყველანაირი გასართობი პროგრამები, ფესტივალები და კონცერტები.

მეჩეთებში ილოცეს სომას დაღუპულებისთვის. თურქეთის მწუხარება გაიზიარა მსოფლიომ. აშშ-ის, რუსეთის, ირანის, ბოსნიას, პაკისტანის, გერმანიის და საბერძნეთის ჩათვლით მრავალი ქვეყნის მხრიდან იქნა გამოგზავნილი სამძიმრის მესიჯები.

ინგლისმაც, თავისი საელჩოს შენობის დროშა ნახევრამდე დაწია. ისრაელმა გადადო წლისთავის აღსანიშნავი რესეპციონი.

ამ თემაზე წერს გაზეთი ”საბაჰ”-იც. აღნიშნავს, რომ ეს არის რესპუბლიკის ისტორიაში ყველაზე დიდი კატასტროფა.

19 მაისი, ათათურქის ხსოვნის და სპორტის დღე, ოფიციალური ცერემონიის გარდა გაუქმდა.
თურქეთის სიმწარე გაიზიარა მრავალმა სახელმწიფომ. რომის პაპმა, დაღუპულებისთვის ლოცვა მოითხოვა. ამერიკელმა პოპ ვარსკვლავმა რიჰანამ Twitter-ში დაწერა ამ ტრაგედიის შესახებ.
არც ლივერპულის და ჩელსის გუნდები დარჩნენ ამ ტრაგედიისადმი უგულისყუროდ.
თურქი ხალხის სიმწარე ორ დღიანი ტრაურით გამოთქვა ჩრდ. კვ. თურქ. სახელმწიფომ. ერთ დღიანი ტრაური გამოაცხადა პაკისტანმაც.
ამ თემაზე წერს გაზეთი ”სტარ”-ი სტატიას სახელწოდებით ”ვგლოვობთ”. აღნიშნავს, რომ საზღვარგარეთის პროგრამები გადადეს პრეზიდენტმა აბდულა გუილმა, პრემიერმა რ. თ. ერდოღანმა. ყველანაირი პროგრამა გადადეს ოპოზიციის პარტიის მინისტრებმაც და სომაში ჩავიდნენ. გადაიდო ყველანაირი გართობა და ქორწილი.

გაზეთ ”მილლიეთ”-ის ცნობით სომას კატასტროფას გლოვობს მსოფლიო. კატასტროფამ მხოლოდ თურქეთი კი არა მსოფლიო აატირა და ტრაურში გაახვია. ზოგიერთი უცხოური პრესა ხშირად უთმობს ადგილს ამ მოვლენას. მრავალ სახელმწიფოში მნიშვნელოვან და დღის აქტუალურ საკითხად გადაიქცა.

გაზეთ ”ვათან”ის ცნობით, ატლეტიკო მადრიდის თურქი ფეხბურთელი არდა თურანი, სომაში დაღუპულ მეშახტეებთან დაკავშირებით გამოწვეული მწუხარების გამო ძლივს დაამშვიდეს. ატლეტიკოს გუშინდელი ვარჯიშების დროს ფეხზე ძლივს მდგომი არდა, თავისმა თანაგუნდელებმა ანუგეშეს.



საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები