პრეზიდენტმა ერდოღანმა TRT-ის ერთობლივ გადაცემაში დღის წესრიგში არსებული საკითხები შეაფასა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა TRT-ის ერთობლივ გადაცემაში დღის წესრიგში არსებული საკითხები შეაფასა და კითხვებს უპასუხა

1976741
პრეზიდენტმა ერდოღანმა TRT-ის ერთობლივ გადაცემაში დღის წესრიგში არსებული საკითხები შეაფასა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა TRT-ის ერთობლივ გადაცემაში დღის წესრიგში არსებული საკითხები შეაფასა და კითხვებს უპასუხა.

TRT-ის ერთობლივ გადაცემაში ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას, პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის სტამბოლში დასრულებულია 695 000 საცხოვრებლის ტრანსფორმაცია, რომელიც სასწრაფო ცვლილებას საჭიროებდა და ისინი აგრძელებენ ურბანული ტრანსფორმაციის 188 სხვადასხვა პროექტს 39 რაიონში 412 მლნ კვ.მ-ზე.

"(მიწისძვრის რეგიონსი) პირველი სოფლის სახლები დღესასწაულზე ჩაბარდება, შესაძლებელია თუ არა მუდმივი სახლების დასრულება დაგეგმილამდე?" - ამ კითხვაზე ერდოღანმა უპასუხა: "ეს იქნება ძალიან ამბიციური განცხადება ან მიდგომა. ამ დროისთვის ჩვენმა სამინისტრომ ამ კუთხით ყველა საშუალების მობილიზება მოახდინა. ჩვენ ვთქვით ერთი წელი ჩვენი წინა გამოცდილებიდან გამომდინარე."

ერდოღანმა აღნიშნა, რომ ისინი ამას ვანში, ბინგოლში, ანტალიაში, მანავგატში, შავ ზღვასა და კასტამონუში იყენებდნენ და რომ ეს გამოცდილება მიწისძვრის ზონაში გადაიტანეს.

პრეზიდენმა განაცხადა, რომ მათ მოახდინეს ყველა კომპანიის მობილიზება და რომ გარემოს დაცვის, ურბანიზაციისა და კლიმატის ცვლილების მინისტრი მურატ ქურუმი აგრძელებს მუშაობას ყველა თავის გუნდთან ერთად. მისივე თქმით, ერთის მხრივ, ნანგრევების გაწმენდა და, მეორეს მხრივ კი, მიწის კვლევითი სამუშაოები გრძელდება.

მას კითხვზე "სტამბოლი არის ადგილი, სადაც მიწისძვრის რისკის შესახებ დებატები ყველაზე ინტენსიურია. რა დონეზეა სამუშაოები სარისკო ადგილებიდან სტრუქტურების გადატანაზე?"  - უპასუხა: "ჩვენმა სამინისტრომ შეადგინა რისკის რუკა, რომელიც მოიცავს სტამბოლის 39 რაიონს. შესაბამისად, სტამბოლში 220 ათასი შენობა და დაახლოებით 1,5 მილიონი დამოუკიდებელი მონაკვეთი საფრთხეშია".

პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის დასრულებულია 695 000 საცხოვრებლის ტრანსფორმაცია, რომელიც სასწრაფო ცვლილებას საჭიროებდა და ისინი აგრძელებენ ურბანული ტრანსფორმაციის 188 სხვადასხვა პროექტს 39 რაიონში 412 მლნ კვ.მ-ზე.

სტამბოლთან დაკავშირებული სამუშაოებზე საუბრისას პრეზიდენმა თქვა: „სტამბოლში დამატებითი მოსახლეობა არ მოვა, ჩვენ არ დავუშვებთ ახალი მოსახლეობის მოსვლას. ჩვენ გავანაწილებთ მოსახლეობას სტამბოლის ცენტრის სარისკო რაიონებიდან გარეუბნებისკენ, სადაც მიწისძვრის რისკი დაბალია.  პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასევე თქვა, რომ ისინი შეამსუბუქებენ სტამბოლში სატრანსპორტო მოძრაობას.


საკვანძო სიტყვები: #ერდოღანი , #პრეზიდენტი

მსგავსი ინფორმაციები