ჰაქან ფიდანი: "თურქეთ-ვენესუელას ურთიერთობები ყველა სფეროში პროგრესირებს"

საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა აღნიშნა, რომ თურქეთ-ვენესუელას ურთიერთობები ყველა სფეროში პროგრესირებს.

2143635
ჰაქან ფიდანი: "თურქეთ-ვენესუელას ურთიერთობები ყველა სფეროში პროგრესირებს"

საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა აღნიშნა, რომ თურქეთ-ვენესუელას ურთიერთობები ყველა სფეროში პროგრესირებს.

„განსაკუთრებით ვენესუელა არის ჩვენი, თურქეთის, ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის რეგონში გასვლის ცენტრში“.  - განაცხადა მინისტრმა.

ჰაქან ფიდანი თურქეთ-ვენესუელას ერთობლივი თანამშრომლობის კომისიის მეოთხე შეხვედრის შემდეგ სიტყვით გამოვიდა ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრთან ივან გილთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მან აღნიშნა, რომ ვენესუელის სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებისა და სამინისტროების წარმომადგენლებისგან შემდგარი დელეგაცია შეხვდა თურქეთში სამინისტროების წარმომადგენლებს და აღნიშნულმა დელეგაციამ დაასრულა მუშაობა მათ მიერ შექმნილ 6 კომისიაში.

ფიდანმა განაცხადა, რომ ორ სახელმწიფოს შორის არსებითი საკითხები, განსაკუთრებით ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, მეცხოველეობა, ტურიზმი, განათლება, სპორტი და ჯანდაცვა, სისტემატურად განიხილება და დაამატა: „ამ კომიტეტებმა ერთი კვირა იმუშავეს და ჩვენი მუშაობა 9 ხელშეკრულებით დავაგვირგვინეთ“.

ფიდანმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთ-ვენესუელის ურთიერთობები ყველა სფეროში პროგრესირებს და დაამატა: „განსაკუთრებით ვენესუელა არის ჩვენი, თურქეთის, ლათინური ამერიკასა და კარიბის ზღვის რეგონში გასვლის ცენტრში. ბოლო წლებში ჩვენ მიერ განხორციელებული ვიზიტებით, შეთანხმებებით, ურთიერთსამუშაოებით და ვაჭრობის ზრდით, ვენესუელის თაოსნობით თურქეთი ლათინურ ამერიკაში ხდება სულ უფრო ეფექტური აქტორი“.

მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ გაცვალეს მოსაზრებები ვენესუელასთან რეგიონალურ და გლობალურ საკითხებზე, ასევე ორმხრივ ურთიერთობებზე. „ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გვემსჯელა ბევრ საკითხზე, განსაკუთრებით უსამართლო სანქციებზე, რომლებიც დაწესებულია ვენესუელის მიმართ“. განაცხადა ფიდანმა.

თურქმა მინისტრმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია „პალესტინის საკითხი და ღაზაში მიმდინარე ხოცვა-ჟლეტა“ და დაამატა: „მოხარული ვარ, ვთქვა, რომ ჩვენ ერთნაირად ვფიქრობთ ღაზის საკითხზე. ჩვენ ერთნაირად ვმოქმედებთ. ჩვენ ასევე ერთობლივი პოზიცია გვაქვს საერთაშორისო პლატფორმებზე. ჩვენ გადავწყვიტეთ გავაგრძელოთ ერთობლივი მუშაობა ხოცვა-ჟლეტის შესაცერებლად და პალესტინის სახელმწიფოს აღიარების საკითხზე“.


საკვანძო სიტყვები: #ვენესუელა , #თურქეთი , #ჰაქან ფიდანი

მსგავსი ინფორმაციები