რეჯეფ თაიფ ერდოღან-მარსელ ჩიოლაკუს ერთობლივი პრესკონფერენცია

რეჯეფ თაიფ ერდოღან-მარსელ ჩიოლაკუს ერთობლივი პრესკონფერენცია

2142572
რეჯეფ თაიფ ერდოღან-მარსელ ჩიოლაკუს ერთობლივი პრესკონფერენცია

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისინი რუმინეთში მცხოვრებ თურქულ და თურქულ-თათრულ თემებს ორ ქვეყანას შორის მეგობრობის ხიდად ხედავენ.

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამის შესახებ, ოფიციალური ვიზიტით დედაქალაქ ანკარაში მყოფ რუმინეთის პრემიერ-მინისტრ, მარსელ ჩიოლაკუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

პრესკონფერენციის დროს, ერდოღანმა განაცხადა, რომ რუმინეთთან ორმხრივი ვაჭრობის მოცულობამ ზედიზედ ორი წლის განმავლობაში 10 მილიარდ დოლარს გადააჭარბა და მათი ახალი მიზანი 15 მილიარდი დოლარი გახდა.  

ერდოღანმა განაცხადა, რომ ისინი ხელს უწყობენ რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას რუმინეთთან ერთობლივი საქმიანობის განხორციელებით, როგორც ორმხრივ დონეზე, ასევე ნატოს ქოლგის ქვეშ.

ერდოღანმა თქვა: „ჩვენ გავუზიარეთ პრემიერ-მინისტრს რუმინეთისგან ჩვენი მოლოდინები ტერორისტული ორგანიზაციების, როგორიცაა PKK და FETÖ-ს წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში. ჩვენ, რუმინეთში მცხოვრებ თურქულ და თურქულ-თათრულ თემებს ორ ქვეყანას შორის მეგობრობის ხიდად ვხედავთ. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი თანამემამულეები ცხოვრობენ რუმინულ საზოგადოებასთან ჰარმონიაში. მადლობას ვუხდით რუმინეთის ხელისუფლებას, რომ ეს შესაძლებელი გახდა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და განვაცხადო, რომ ჩვენ განვახორციელეთ რეგულაცია, რომელიც საშუალებას მისცემს რუმინეთის მოქალაქეებს ჩვენს ქვეყანაში პირადობის მოწმობებით იმოგზაურონ. ამ გზით, ჩვენს ქვეყნებს შორის ადამიანური ურთიერთობები კიდევ უფრო გაიზრდება“.

პრესკონფერენციის დროს, რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა მარსელ ჩიოლაკუმ განაცხადა: „შეიძლება ვთქვათ, რომ თურქეთი არის ჩვენი მთავარი ეკონომიკური პარტნიორი ევროკავშირის გარეთ, ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირე ნატოში და სტრატეგიული პარტნიორი რეგიონალური თვალსაზრისით“.

თავის მხრივ, პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ორ ქვეყანას შორის 6 სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.



მსგავსი ინფორმაციები