პრეზიდენტი ერდოღანი „სიკეთის მე-7 საერთაშორისო დაჯილდოების ცერემონია“-ზე სიტყვით გამოვიდა

პრეზიდენტი ერდოღანი „სიკეთის მე-7 საერთაშორისო დაჯილდოების ცერემონია“-ზე სიტყვით გამოვიდა

2143140
პრეზიდენტი ერდოღანი „სიკეთის მე-7 საერთაშორისო დაჯილდოების ცერემონია“-ზე სიტყვით გამოვიდა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა:  „ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა პალესტინელი ძმების მიმართ, რომლებიც 76 წელია ოცნებობენ თავიანთ სახლებსა და სამშობლოში დაბრუნებაზე“.

პრეზიდენტი ერდოღანი გუშინ საღამოს გამართულ „სიკეთის მე-7 საერთაშორისო დაჯილდოების ცერემონია“-ზე სიტყვით გამოვიდა.

მან თავის გამოსვლაში დიდი ადგილი დაუთმო ღაზაზე ისრაელის თავდასხმების საკითხს და დასძინა: „ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა პალესტინელი ძმების მიმართ, რომლებიც ოცნებობენ თავიანთ სახლებსა და სამშობლოში დაბრუნებაზე 76 წლის განმავლობაში (ისრაელის დაარსებიდან). ჩვენ არ შეგვიძლია მათი იგნორირება ან თვალის დახუჭვა“.

ერდოღანმა ასევე აღნიშნა: „სანამ დასავლური ძალები დგანან ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გვერდით, მიუხედავად მისი ეგოიზმისა და დაუფიქრებლობისა, პალესტინაში ხოცვა-ჟლეტის თავიდან აცილება შეუძლებელია“.

„მათ ღაზა, რომელიც უკვე ღია ცის ქვეშ საავადმყოფო იყო ბლოკადის გამო, უზარმაზარ ბავშვთა სასაფლაოდ აქციეს ბოლო 229 დღეში. ნურავინ ეცდება მოგვატყუოს. ღაზაში სისხლისღვრაზე ოკუპანტებივით პასუხისმგებელია ისინიც, ვინც მათ ლოგისტიკურ და სამხედრო დახმარებას უწევს“. - თქვა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანმა ასევე აღნიშნა: „თუ სიონისტური ექსპანსიონიზმი ასე გაგრძელდება, ღიად ვამბობ, ჩვენ სამყარში ახალი კონფლიქტები დაიწყება“.


საკვანძო სიტყვები: #ერდოღანი , #პრეზიდენტი

მსგავსი ინფორმაციები