ნუმან ქურთუმლუში უზბეკეთში გაემგზავრა
ნუმან ქურთუმლუში უზბეკეთში გაემგზავრა
2142600
![ნუმან ქურთუმლუში უზბეკეთში გაემგზავრა](http://cdn.trt.net.tr/images/xlarge/rectangle/ad2d/087c/835c/664c600814e27.jpg?time=1718704771)
თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის (TBMM) თავმჯდომარე ნუმან ქურთულმუში ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გაემგზავრა.
ნუმან ქურთულმუშს ტაშკენტის საერთაშორისო აეროპორტში, უზბეკეთის პარლამენტის - ოლი მეჯლისის თავმჯდომარე ნურდინჟონ ისმაილოვი, თურქეთის ელჩი ტაშკენტში ოლგან ბექარი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში ნუმან ქურთულმუში, უზბეკეთის პარლამენტის - ოლი მეჯლისის ქვედა და ზედა პალატების თავმჯდომარეებს ნურდინჟონ ისმაილოვს და ტანზილა ნარბაევას შეხვდება.
ქურთულმუშს ასევე უზბეკეთის პრეზიდენტი შავქათ მირზიიოევიც მიიღებს.