თურქი ჯარები პკკ-ას ყველგან ანადგურებენ

ბოლო 1 კვირაში ლიკვიდირებულია 65 ტერორისტი

760747
თურქი ჯარები პკკ-ას ყველგან ანადგურებენ

ბინგოლის გუბერნიის პრეს სამსახურის ცნობით, გენჯის რაიონში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს ლიკვიდირებულ იქნა პკკ-ას წევრი 11 ტერორისტი, ხოლო ამის პარალელურად ხელთ იგდეს 8 კალაშნიკოვის ავტომატი, 1 სნაიპერის შაშხანა, 1 ტყვიამფრქვევი, და 1 პისტოლეტი. ამავე ცნობით რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაციები გრძელდება.

ჰაქქარიდან მიღებული ცნობებით კი თურქულმა ბომბდამშენებმა ერაყის მოსაზღვრე ტერიტორიები დაბომბეს, სადაც თავს აფარებდნენ პკკ-ას მილიტანები და 7 მათგანი მოკლეს.

კიდევ 4 ტერორისტს კი შანლუირფას სურუჯის რაიონში გაუკეთეს ლიკვიდირება რა, ისინი რაიონის სამხედრო და სამოქალაქო ხელმძღვანელობაზე თავდასხმას ამზადებდნენ.

თურქეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით კი თურქულმა ჰაუბიცებმა სირიის ჩრდილოეთში მდებარე მარანაზის რეგიონში ქურთული ტერ ორგანიზაციების  PYD/YPG/PKK-ს კუთვნილი პოზიციები დაბომბეს და ათობით ტერორისტთან ერთად საცეცხლე წერტები და არსენალები გაანადგურეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით კი ბოლო 1 კვირის განმავლობაში თურქეთის სხვადასხვა ტერიტორიაზე მოკლული პკკ-ას წევრების რაოდენობამ 65 კაცს მიაღწია.  

 



მსგავსი ინფორმაციები