ერდოღანმა ევროკავშირის ახალი წარმომადენელი მიიღო

ბერგერმა ჰანს იორგ ჰაბერი შესცვალა

615628
ერდოღანმა ევროკავშირის ახალი წარმომადენელი  მიიღო

ერდოღანმა ევროკავშირში თურქეთის დელეგაციის ახალი ხელმძღვანელი, კრისტიან ბერგერი მიიღო, რომლის დროსაც ამ უკანასკნელმა თურქ პრეზიდენტს ნდობის წერილი წარუდგინა, ხოლო შემდეგ ბერგერის ოჯახისა და დელეგაციის წევრებმა ერდოღანთან სამახსოვრო სურათი გადაიღეს.

ბერგერის თანამდებობას უწინ ჰანს იორგ ჰაბერი ასრულებდა, მაგრამ, ივნისში, მის მიერ  თურქეთის შესახებ გავრცელებულმა უარყოფითმა განცხადებამ ანკარის აღშფოთება გამოიწვია და იგი იძულებული გახდა გადამდგარიყო.

ახალ წარმომადგენელს. კრისტიან ბერგერს 30 წლიანი კარიერა აქვს ევროკავშირში და იგი ძირითადად ახლო აღმოსავლეთის რეგიონზე იყო ორიენტირებული.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ ბერგერის დანიშვნით ევროკავშირი თურქეთთან ურთიერთობების გამოცოცხლებას და გააქტიურებას გეგმავს   



მსგავსი ინფორმაციები