მევლუთ ჩავუშოღლი, შრი-ლანკა

ეს არის თურქეთიდან ამ სახელმწიფოში, საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე პირველი ვიზიტი

511248
მევლუთ ჩავუშოღლი, შრი-ლანკა

საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლი, მუანმარის შეხვედრების შემდეგ, გადავიდა შრი-ლანკაში. ეს არის თურქეთიდან ამ სახელმწიფოში საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე პირველი ვიზიტი.

ჩავუშოღლი, შრი-ლანკაში, რიგ შეხვედრებს ჩაატარებს ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიის, განათლების, ინფორმაციის და დოკუმენტაციის სფეროებში და ხელს მოაწერს მემორანდუმს.

დღის წესრიგში ჩადგება თურქეთის თანამშრომლობის და განვითარების სააგენტოს ჩათვლით, შრი-ლანკისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარების საკითხი.

საგარეო საქმეთა მინისტრს ჩავუშოღლის, შეხვედრების წინ, სატელეფონო საუბარი ჰქონდა პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრთან სართაჟ აზიზთან.

განიხილეს, ორმხრივი თანამშრომლობა და  რეგიონული ვითარება.

 ჩავუშოღლის მომდევნო ვიზიტი ექნება ავღანეთში.



მსგავსი ინფორმაციები