„სრებრენიცას დედები“ თურქეთში ჩამოდიან

„სრებრენიცას დედები“ თურქეთში ჩამოდიან

446232
„სრებრენიცას დედები“ თურქეთში ჩამოდიან

„სრებრენიცას დედები“ თურქეთში ჩამოდიან.

სტამბოლის უსკუდარის მერიის ინიციატივით 8 მარტის ქალთა საერთაშორისო დღეს გასამართ ღონისძიებაში, რომლის სახელწოდებაც გახლავთ „21 -ე საუკუნეში ქალის მდგომარეობა ომში“ ბოსნიის ომის „სრებრენიცას დედები“ მუნირა სუბასიჩი, ჰოტიჩ კადა, რამიზა გურდიჩი, ზუმრა სეჰემეროვიჩი და სეიდა აბდურაჰმანოვიჩი მიიღებენ მონაწილეობას.

ღონისძიება დაიწყება რეჟისორ ფაისალ სოისალის ფილმის „სამი გზის“ ჩვენებით და ჟურნალისტისა და მწერლის ბუნიამინ ილმზის ხელმძღვანელობით ბოსნიის ომთან დაკავშირებული ფილმის ჩვენებით და სიტყვით გამოსვლით გაგრძელდება.

ასევე წარმოდგენილი იქნება სოისალის დოკუმენტური ფილმის „დაკარგული დრო“-ს ჩვენებაც და დასრულდება სრებრენიცას დედების მონაწილეობით გასამართი შეხვედრით.

როგორც მოგეხსენებთ, 1995 წელის ივლისში სრებრენიცაში სერბებმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის ყველაზე დიდი გენოციდი ჩაიდეს.


საკვანძო სიტყვები: #სრებრენიცა , #სტამბოლი , #ბოსნია

მსგავსი ინფორმაციები