მექსიკაში მომიტინგეებმა ეროვნული სასახლე დაარბიეს

მექსიკაში მომიტინგეებმა ეროვნული სასახლე დაარბიეს

2112233
მექსიკაში მომიტინგეებმა ეროვნული სასახლე დაარბიეს

მექსიკაში მომიტინგეებმა, რომლებიც აპროტესტებდნენ დაკავებული 43 მოსწავლის გაუჩინარებას, ეროვნული სასახლის კარი ჩაამტვრიეს, როდესაც პრეზიდენტი ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი იქ იმყოფებოდა.

ათობით მომიტინგემ, რომლებიც აპროტესტებდნენ "აიოცინაპას საქმი"-ს სახელით ცნობილ ფაქტს, რა დროსაც 2014 წელს 43 მოსწავლე დაიკარგა, დაარბია ეროვნული სასახლე პრეზიდენტის ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორის ყოველდღიური პრესკონფერენციის დროს.

დემონსტრანტებმა დედაქალაქ მეხიკოში ეროვნული სასახლის კარი სატვირთო მანქანის გამოყენებით ჩაამტვრიეს.

ინციდენტის დროს ეროვნულ სასახლეში გამართულ ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე ობრადორმა თქვა: "ეს არის ქმედება ჩვენს წინააღმდეგ. ეს არის ძალიან მკაფიო პროვოკაციული გეგმა".

პრეზიდენტმა ობრადორმა აღნიშნა, რომ დემონსტრანტებს 15 დღის განმავლობაში შეხვდება და თქვა, რომ აქციის მონაწილეების თანმხლები ადვოკატები „პოლიტიკურ ამბიციებს ახორციელებენ“.

გერეროს შტატის ქალაქ იგუალაში, 2014 წლის 26 სექტემბერს, მოსწავლეებს, რომლებიც მასწავლებლების სამუშაო პირობებს აპროტესტებდნენ და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, რა დროსაც პოლიციამ მოსწავლეების მანქანებს ცეცხლი გაუხსნა, 6 ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა. შეტაკების შემდეგ 43 მოსწავლე მანქანებში ძალით ჩასვეს, რის შემდეგაც ისინი გაუჩინარდნენ.


საკვანძო სიტყვები: #მექსიკა

მსგავსი ინფორმაციები