სუდანში ქოლერას ეპიდემიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 348-მდე გაიზარდა
სუდანში ქოლერას ეპიდემიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 348-მდე გაიზარდა
2189715
სუდანში ქოლერას ეპიდემიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 348-მდე გაიზარდა.
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქოლერას ეპიდემია 9 შტატში გავრცელდა და მთლიანი შემთხვევების რაოდენობა 11 ათას 79-მდე გაიზარდა.
განცხადების მიხედვით ქოლერის გამო გარდაცვლილთა რიცხვი 348-მდე გაიზარდა.
5 შტატში სავარაუდოდ დენგეს ცხელების შემთხვევით 2 ადამიანი დაიღუპა.
ივნისის თვიდან დღემდე ქვეყანაში მოსულმა ნალექმა და წყალდიდობამ ქოლერის გავრცელება გამოიწვია. ხელისუფლებამ ქოლერა 12 აგვისტოს ეპიდემიად გამოაცხადა.
სუდანში, სადაც ომი მიმდინარეობს და ჯანდაცვის სფერო ეფექტურად ვერ ფუნქციონირებს, ეპიდემიური დაავადებების გავრცელება ადამიანთა ცხოვრებას კიდევ უფრო ართულებს.