ემანუელ მაკრონმა ენტონი ბლინკენი მიიღო
ემანუელ მაკრონმა ენტონი ბლინკენი მიიღო
2189553
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან განიხილა რუსეთ-უკრაინის ომი და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება.
ემანუელ მაკრონმა პარიზში, ენტონი ბლინკენი მიიღო.
შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს მათი ქვეყნების მხარდაჭერა უკრაინისადმი რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში.
შეხვედრაზე მაკრონმა კიდევ ერთხელ გამოთქვა თავისი ქვეყნის გრძელვადიანი მხარდაჭერა უკრაინისა და მისი ხალხის მიმართ.
მათ ასევე განიხილეს ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაცია, ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაცია ღაზაში და მზადება გაეროს გენერალური ასამბლეისთვის.
მაკრონი და ბლინკენი შეთანხმდნენ გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა ქვეყნებს შორის.