სტოლტენბერგი: “სამხრეთში თურქეთის გარეშე ევროპის კონტინენტის უსაფრთხოების წარმოდგენა შეუძლებელია”

სტოლტენბერგი: “სამხრეთში თურქეთის გარეშე ევროპის კონტინენტის უსაფრთხოების წარმოდგენა შეუძლებელია”

2189417
სტოლტენბერგი: “სამხრეთში თურქეთის გარეშე ევროპის კონტინენტის უსაფრთხოების წარმოდგენა შეუძლებელია”

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი: “სამხრეთში თურქეთის გარეშე ევროპის კონტინენტის უსაფრთხოების წარმოდგენა შეუძლებელია”.

იენს სტოლტენბერგმა, თანამდებობის დატოვებამდე რამდენიმე დღით ადრე, გერმანიის მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გამოსამშვიდობებელი სიტყვა წარმოთქვა.

გენერალურმა მდივანმა თავის გამოსვლაში ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდა, არ მოახდინოს თავის იზოლირება ევროპისთან პარტნიორობისგან, ხოლო ევროპას მოუწოდა, აღიარონ, რომ უსაფრთხოებისთვის სამხრეთში თურქეთიდან ჩრდილოეთში ნორვეგიამდე ნატოს ქოლგა სჭირდება.

“ევროპელებმა უნდა გაიგონ, რომ ნატოს გარეშე კონტინენტზე უსაფრთხოება არ არსებობს”. - განაცხადა სტოლტენბერგმა და აღნიშნა, რომ ეს არა მხოლოდ რესურსებთან, არამედ გეოგრაფიასთანაც არის დაკავშირებული. “სამხრეთში თურქეთის, ჩრდილოეთში ნორვეგიის და დასავლეთში აშშ-ის, კანადის და ინგლისის გარეშე, ევროპის კონტინენტის უსაფრთხოების წარმოდგენა შეუძლებელია.”

სტოლტენბერგი, რომელიც 10 წელია ამ თანამდებობას იკავებს, 1 ოქტომბერს თავის მოვალეობას ჰოლანდიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს გადასცემს.


საკვანძო სიტყვები: #იენს სტოლტენბერგი , #თურქეთი , #ნატო

მსგავსი ინფორმაციები