აშშ-ი არ აპირებს უკრაინის თავზე ფრენისათვის აკრძალული ზონის შექმნას

„ეს რუსეთთან ჩვენს პირდაპირ ომს გამოიწვევს“

1789684
აშშ-ი არ აპირებს უკრაინის თავზე ფრენისათვის აკრძალული ზონის შექმნას

 თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ თუ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდების საპასუხოდ ამ ქვეყნის საჰაერო სივრცეში ფრენისათვის აკრძალული ზონას შექმნიან, მაშინ, ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება გამოიწვიოს ამერიკის პირდაპირი ომი რუსეთთან, ამიტომაც ისინი არ გეგმავენ ასეთი გადაწყვეტილების მიღებას. "უკრაინის თავზე ფრენისათვის აკრძალული ზონის შექმნა მოითხოვს მის განხორციელებას. ამ დროს ძირითადად, ამერიკელმა ჯარისკაცებმა უნდა ჩამოაგდონ რუსული თვითმფრინავები, ეს კი რა თქმა უნდა პირდაპირ ომს გამოიწვევს აშშ-სა და რუსეთს შორის. ჩვენ კი ამის თავიდან აცილება გვინდა," განაცხადა ფსაკიმ. იგი შეეხო გაერო-ს უშიშროების საბჭოდან რუსეთის გარიცხვის შესახებ მოწოდებებსაც და თქვა, რომ ამ მომენტში ამის საჭიროებას ვერ ხედავენ. ფსაკიმ უპასუხა რა კითხვას, ეკონომიკური სანქციების ფარგლებში რუსული ნავთობის იმპორტზე სანქციების დაწესებას, განაცხადა, რომ ეს გაზრდის ბენზინისა და გაზის ფასებს აშშ-ში, ამიტომაც რუსულ ნავთობზე სანქციებს არ დააწესებენ.


საკვანძო სიტყვები: #უკრაინა , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები