ნატომ რუსეთი გააფრთხილა

ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ განცხადება გააკეთა “უკრაინაში და მის გარშემო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით“

1748931
ნატომ რუსეთი გააფრთხილა

ნატოს გადაწყვეტილების მიმღებმა ორგანომ, ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ, განცხადება გააკეთა “უკრაინაში და მის გარშემო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით“ და აღნიშნა, რომ ახალი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთს ძვირად დაუჯდება, მაგრამ თუ იგი შეეცდება დაძაბულობის შემცირებას, მაშინ მზადაა იმუშაოს ნდობის აღდგენის ზომებზე. ამავე განცხადებით, ნატო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინის საზღვარზე განხორციელებული სამხედრო კონენტრაციის გამო. “ჩვენ რუსეთს სასწრაფო დეესკალაციისკენ მოვუწოდებთ, ხოლო ამის პარალელურად მისგან დიპლომატიური არხების ძიებას და სამხედრო საქმიანობის გამჭვირვალობის საკითხში საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას ვითხოვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნატო გადამწყვეტ რეაგირებას მოახდენს უსაფრთხოების გარემოს გაუარესებაზე“, აღნიშნულია ნატოს განცხადებაში, რომელშიც ამასთან ერთად მხარდაჭერას გამოთქვამენ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ხოლო რუსეთს კი მოუწოდებენ, გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან, მაგრამ თუ იგი მაინცდამაინც აგრესიულ ნაბიჯს გადადგამს, მაშინ ამას უზარმაზარი სამხედრო, მატერიალური და ფინანსური შედეგები მოჰყვება. რაც შეეხება უკრაინის ნატოში შესაძლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგობაზე, განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება განსაზღვროს საკუთარი ბედიც და საგარეო პოლიტიკაც, ხოლო ნატოს ურთიერთობა უკრაინასთან შეეხება და აინტერესებს მხოლოდ უკრაინასა და მის მოკავშირე 30 ქვეყანას.


საკვანძო სიტყვები: #რუსეთი , #უკრაინა , #ნატო

მსგავსი ინფორმაციები