ეროვნული უშიშროების საბჭო გუშინ პრეზიდენტის თავმჯდომარეობით შეიკრიბა

ეროვნული უშიშროების საბჭო გუშინ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თავმჯდომარეობით შეიკრიბა

1245260
ეროვნული უშიშროების საბჭო გუშინ პრეზიდენტის თავმჯდომარეობით შეიკრიბა

ეროვნული უშიშროების საბჭო გუშინ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თავმჯდომარეობით შეიკრიბა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ 5 პუნქტიან განცხადებაში ხაზგასმულია, რომ სირიის საზღვარზე დაგეგმილი „მშვიდობის დერეფნის“ სახელწოდების უსაფრთხოების დერეფნის აშენებისთვის საჭირო ყველა მცდელობა იქნება გამოჩენილი.  

განცხადებაში ასევე გამახვილებულია ყურადღება შემდეგი საკითხების სასიცოცხლო მნიშვნელობაზე: „ქვეყნის უსაფრთხოებასთან კავშირში მყოფი მნიშვნელოვანი შიდა და საგარეო მოვლენები, ეროვნული ერთიანობისა და მომავლისათვის საფრთხის შემქმნელი PKK/PYD-YPG-ს, DEAŞ-ის და FETÖ-ს თაოსნობით ყველა ტერორგანიზაციის წინააღმდეგ ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ მტკიცე ბრძოლა, ტერორგანიზაცია PKK-ს წინააღმდეგ ერაყის ჩრდილოეთში მიმდინარე ოპერაციების „კლანჭი-1“ და „კლანჭი-2“-ის წარმატება, ერბილში თურქეთის საკონსულოს დიპლომატზე განხორციელებული თავდასხმის გამოძიება, ტერორგანიზაცია PKK-ს სირიის განშტოება PYD-YPG-ს ეგრეთ წოდებული მმართველების თაოსნობით ზოგიერთი ტერორისტის წითელი ცირკულარიდან გამოყვანა, FETÖ-ს წევრი ზოგიერთი ტერორისტის კი წითელ ცირკულარში არ შეყვანით გლობალური მასშტაბებით ტერორიზმთან ბრძოლისა და ინტერპოლის შექმნის მიზნისთვის ზიანის მიყენება, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში საერთაშორისო სამართლიდან გამომდინარე უფლებითა და  ინტერესებით ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის უფლებებისა და ინტერესების დაცვისათვის რეგიონის მშვიდობისა და სტაბილურობაზე დამყარებული, თანამშრომლობის განვითარებაში წვლილის შემტანი, მტკიცე და პრინციპული პოზიციის გაგრძელება.“    

 



მსგავსი ინფორმაციები