მაკრონ-როჰანის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

მაკრონ-როჰანის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

968012
მაკრონ-როჰანის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ირანსა და P5+1 ქვეყნებს (აშშ, ინგლისი, საფრანგეთი, რუსეთი, ჩინეთი და გერმანია) შორის 2015 წელს გაფორმებული ბირთვული შეთანხმების გაგრძელების მომხრეა. ემაუელ მაკრონმა თავის ირანელ კოლეგა, ჰასან როჰანისთან სატელეფონო საუბარი გამართა. ელისეის სასახლიდან გავრცელებული წერილობითი  განცხადების თანახმად, სატელეფონო საუბრის დროს, აშშ-ს მხრიდან ბირთვული შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლის საკითხი იქნა განხილული. ამავე განცხადების მიხედვით მაკრონმა, როჰანის განუცხადა, რომ საფრანგეთი, ირანთან მიღწეული შეთანხმების გაგრძელების მომხრეა და თეირანისაგანაც ანალოგიურად მოქმედებას  მოითხოვს. ორი ქვეყნის ლიდერმა სატელეფონო საუბრის დროს ასევე რეგიონის სტაბილურობასთან დაკავშირებით მხარეების ერთობლივად მუშაობის შესახებაც ისაუბრეს. მათ ასევე იმაზეც შეთანხმდნენ, რომ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი საკითხთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში პირისპირ შეხვედრასაც გამართავენ. აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპმა გუშინ წინ, თეთრ სახლში გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ ირანთან ბირთვულ შეთანხმებიდან ცალმხრივად გადის. ირანის პრეზიდენტმა კი საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ბირთვულ შეთანხმებას დანარჩენ ხუთ ქვეყანასთან გააგრძელებენ.



მსგავსი ინფორმაციები