ამერიკა მექსიკის საზღვარზე 4 ათას სამხედროს განალაგებს

ტრამპმა განაცხადა, რომ მექსიკის საზღვარზე უსაფრთხოების დაცვის მიზნით 4 ათას სამხედროს განალაგებენ

945602
ამერიკა მექსიკის საზღვარზე 4 ათას სამხედროს განალაგებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ მექსიკის საზღვარზე უსაფრთხოების დაცვის მიზნით 4 ათას სამხედროს განალაგებენ.

მექსიკის საზღვარზე ეროვნული გვარდიის გაგზავნის გეგმასთან დაკავშირებით საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს ნაწილები მთლინად ან მათი დიდი ნაწილი მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებამდე დარჩება.

აშშ-ს თავდაცვის სამინსიტრომაც აღნიშნა, რომ გეგმაზე მუშაობენ.

მექსიკის სახელმწიფოს მეთაურმა ენრიკე პენა ნიეტომ კი ტრამპის განცხადებაზე მწვავე რეაქცია გამოხატა და განაცხადა: „თქვენი შიდა საკითხების გამო თუ უკმაყოფილებას განიცდით და ჩვენს წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებთ, ამ უკმაყოფილებას ჩვენზე ნუ ასახავთ... მოსალაპარაკებლად მზად ვართ ოღონდ ურთიერთ პატივისცემის საფუძველზე.“


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #მექსიკა , #საზღვარი

მსგავსი ინფორმაციები