ეკ-ს წევრი სამი ქვეყნის მიმართ სამართლებრივი პროცედურა დაიწყო

მათ არ მიიღეს ლტოლვილები

752289
ეკ-ს წევრი სამი ქვეყნის მიმართ სამართლებრივი პროცედურა დაიწყო

ევროკავშირმა, საკანონმდებლო აუცილებლობის არსებობის მიუხედავად, ლტოლვილთა მიღებაზე უარის განმცხადებელი ჩეხეთის, უნგრეთისა და პოლონეთის მიმართ სამართლებრივი პროცედურები დაიწყო.

ევროკომისიის განცხადებით, ხსენებული ქვეყნები ლტოლვილთა მიღების საკითხში მხოლოდ უხვ დაპირებებს იძლევიან, მაგრამ, არ იღებენ ლტოლვილებს, რითაც არღვევენ ევროსაბჭოს მხრიდან მიღებულ კანონებს და ამით თავს არიდებენ ამ საკითხში პასუხისმგებლობას.

“აქედან გამომდინარე და უფრო ადრე გამოქვეყნებული ლტოლვილთა განსახლების ანგარიშის გათვალისწინებით, ევროკომისიამ გადაწყვიტა დაიწყოს სამართლებრივი  პროცედურა ამ სამი წევრი ქვეყნის მიმართ“, აღნიშნულია ევროკომისიის განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები