ინგლისი რეფერენდუმზე მიდის

რეფერენდუმის შედეგები პარასკევს იქნება ცნობილი

515636
ინგლისი რეფერენდუმზე მიდის

ხვალ ინგლისის მოსახლეობა  ევროკავშირში დარჩენა არ დარჩენის რეფერენდუმს გამართავს. რეფერენდუმამდე წინასწარი გამოკითხვებით მომხრეების და მოწინააღმდეგეების ხმები თითქმის თანაბარია.

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მომხრე და მოწინააღმდეგე მხარეებმა პირდაპირ ეთერში მწვავე დებატები გამართეს. კავშრიდან გასვლის მომხრეებიდან ბორის ჯოჰნსონმა განაცხადა, რომ „თუ ხმათა უმრავლესობა კავშირიდან გასვლას მისცემს ხმას, მაშინ, შეიძლება ეს ხუთშაბათი დამოუკიდებლობის დღედ გამოვაცხადოთ.“  კავშირში დარჩენის მომხრეებიდან და ამჟამინდელი ლონდონის მერმა ჰალეფი სადიკ ჰანმა  ჯოჰსონის პროპაგანდას სიძულვილის პოლიტიკა უწოდა.   

მეორეს მხრივ ინგლისში ჩასატარებელი რეფერენდუმი გერმანიაშიც განიხილეს. ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა პროცესი შეაფასა რა,  განაცხადა, რომ მოსახლეობის გადაწყვეტილება რაც არ უნდა იყოს, ევროკავშირმა ინგლისთან ურთიერთობა არ უნდა გაწყვიტოს.



მსგავსი ინფორმაციები