ინგლისი ათასობით მიგრანტს მიიღებს

ინგლისი ათასობით მიგრანტს მიიღებს

342685
ინგლისი ათასობით მიგრანტს მიიღებს

ინგლისის პრემიერმინისტრმა დევიდ კამერონმა ევროპაში არსებული მიგრანტების პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ ათასობით სირიელ ლტოლვილს მიიღებენ. ოფიციალური ვიზიტით პორტუგალიაში ჩასული კამერონი თავის პორტუგალიელ კოლეგას შეხვდა. ”სხვადასხვა ქვეყნებიდან სხვადასხვა მიზეზებით ევროპაში მიგრანტის სტატუსით შემოსული ლტოლვილების უმეტესობა თავიანთ ქვეყანაში სამოქალაქო ომიდან გამომდინარე მოდიან ევროპაში, ამ მდგომარეობაში მყოფთა სათავეში სირიის მოქალაქეები არიან, რომლებსაც თავიანთ სამშობლოში ორი მტერი ჰყავთ, ასადი და ტერორორგანიზაცია DEAŞ-ი”, განაცხადა მან. ამჟამად ინგლისში დაახლოებით 5 ათასამდე სირიელი მიგრანტი აფარებს თავს, მაგრამ პრემიერ კამერონის განცხადებით ქვეყანაში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა მოკავშირეებთან მოლაპარაკებების შემდეგ რამოდენიმე ათას სირიელ მიგრანტს კიდევ მიიღებენ. მისივე განცხადებით დეტალები რამოდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები