ლიბიაში კვლავ სამოქალაქო დაპირისპირებაა

სანის მთავრობა გადადგა

107202
ლიბიაში კვლავ სამოქალაქო დაპირისპირებაა


ლიბიაში მართალია საპარლამენტო არჩევნები ივლისში ჩატარდა, მაგრამ, ვერაფრით ვერ შეიქმნა ახალი მთავრობა და კრიზისის დაძლევის მიზნით პრემიერმინისტრ აბდულლაჰ ელ სანის კაბინეტი გადადგა.

ქვეყანაში დაძაბულობა გაზარდა ტომებს შორის შეტაკებებმაც და ახალი სამოქალაქო ომის შესაძლო დაწყების შიშით პარლამენტი და მთავრობა ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქ ტობრუკში გადავიდა.

სამაგიეროდ ამ დროს დედაქალაქ ტრიპოლზე კონტროლი ხელთ იგდო მისრატას შეერთებული ტომებისგან შემდგარმა ოპოზიციამ და აღადგინა ძველი პარლამენტი, რის გამოც ახლა ლიბიაში ორი პარლამეტი მოქმედებს.

ჯერ ჯერობით არ არის ცნობილი თუ ვის დაევალება ახალი მთავრობის შექმნა


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები