ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ ფილიპინების რამდენიმე ქალაქი ფერფლის ღრუბლებით დაიფარა

ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ ფილიპინების რამდენიმე ქალაქი ფერფლის ღრუბლებით დაიფარა.

ბულუსანის ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ, რომელიც დაახლოებით 20 წუთი გაგრძელდა, ფილიპინების აღმოსავლეთით მდებარე მრავალი ქალაქი ფერფლით დაიფარა. ამ ქალაქებიდან ბევრი ჯერ კიდევ ებრძოდა გასული კვირის ვულკანური ამოფრქვევის შედეგებს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. საგანგებო ვითარების დახმარების ეკიპაჟებმა ქუჩების გაწმენდისას მძღოლები ცუდი ხილვადობის გამო გააფრთხილეს.


საკვანძო სიტყვები: ვულკანი , ფილიპინები , ბულუსანი