რა შედეგებით დასრულდა ისრაელსა და ჰამას შორის მოლაპარაკებები?

რა შედეგებით დასრულდა ისრაელსა და ჰამას შორის მოლაპარაკებები?

2135653
რა შედეგებით დასრულდა ისრაელსა და ჰამას შორის მოლაპარაკებები?

ჰამასმა გამოაცხადა, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და ტყვეთა ურთიერთგაცვლის მოლაპარაკებები, რომელიც ისრაელის ოფიციალურ პირებთან ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულდა.

ჰამასის მხრიდან საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია: „მოლაპარაკებები კაიროში დასრულდა. ჰამასის დელეგაცია ქალაქს დატოვებს მოძრაობის ლიდერებთან კონსულტაციებისთვის“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ დელეგაციამ შეთანხმების წინადადებაზე თავისი პასუხი ეგვიპტესა და კატარში შუამავლებს გადასცა, თუმცა, პასუხთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გაზიარებულა.

შეგახსენებთ, რომ ეგვიპტისა და კატარის შუამავლობით მომზადებული ცეცხლის შეწყვეტისა და პატიმართა ურთიერთგაცვლის შესახებ შეთანხმების განხილვა გუშინ კაიროში დაიწყო.

თავის მხრივ, ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, საერთაშორისო საზოგადოების გაფრთხილების მიუხედავად იმეორებს, რომ ისინი დაიწყებენ სახმელეთო თავდასხმას რაფაზე, სადაც დაახლოებით 1,5 მილიონი პალესტინელი აფარებს თავს და, რომლებიც ერთხელ უკვე იყვნენ იძულებით გადაადგილებულნი ღაზას სექტორის სამხრეთით.

ჰამასი კი ითხოვს გარანტიას მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც დაასრულებს ომს ღაზაში.

ცნობისათვის, გასული წლის 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზას სექტორზე ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპულ პალესტინელთა რიცხვმა 35 ათასს მიაღწია.



მსგავსი ინფორმაციები