რუსეთი ამბობს, რომ მას შეუძლია დარტყმა მიაყენოს ბრიტანულ სამხედრო ელემენტებს

რუსეთი ამბობს, რომ მას შეუძლია დარტყმა მიაყენოს ბრიტანულ სამხედრო ელემენტებს უკრაინის ფარგლებს გარეთ, თუ უკრაინიდან მის ტერიტორიაზე ინგლისური იარაღით თავდასხმა მოხდება

2136259
რუსეთი ამბობს, რომ მას შეუძლია დარტყმა მიაყენოს ბრიტანულ სამხედრო ელემენტებს

რუსეთი ამბობს, რომ მას შეუძლია დარტყმა მიაყენოს ბრიტანულ სამხედრო ელემენტებს უკრაინის ფარგლებს გარეთ, თუ უკრაინიდან მის ტერიტორიაზე ინგლისური იარაღით თავდასხმა მოხდება.

ინგლისთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საყურადღებო განცხადება გააკეთა.

სამინისტროს განცხადებით, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კამერონმა Reuters-თან ინტერვიუში თქვა, რომ „უკრაინას უფლება აქვს ბრიტანული იარაღით შეუტიოს რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებს“.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ მიზეზით ბრიტანეთის ელჩი მოსკოვში ნაიჯელ კეისი დაიბარეს სამინისტროში და გადასცეს საპროტესტო ნოტა და გამოიყენეს შემდეგი ფრაზა: „კამერონის მტრული განცხადება ეწინააღმდეგება ბრიტანეთის წინა ვალდებულებებს იმის შესახებ, რომ უკრაინისთვის მიწოდებული შორი მანძილის ფრთოსანი რაკეტები არ იქნება გამოყენებული რუსეთის ტერიტორიის წინააღმდეგ. კამერონმა უარყო ეს მიდგომა და აღიარა, რომ მისი ქვეყანა კონფლიქტის დე ფაქტო მხარეა. რუსული მხარის მიერ კამერონის განცხადება მიჩნეულია სერიოზული დაძაბულობის მტკიცებულებად და იმის დადასტურებად, რომ ლონდონი კონფლიქტში კიევის მხარესაა. რუსეთის ტერიტორიაზე ბრიტანული იარაღით უკრაინის თავდასხმების საპასუხოდ, ნებისმიერი ბრიტანული სამხედრო ელემენტი და აღჭურვილობა, რომელიც მდებარეობს უკრაინაში და უკრაინის ფარგლებს გარეთ, შეიძლება იყოს დაბომბილი."


საკვანძო სიტყვები: #უკრაინა , #ინგლისი , #რუსეთი

მსგავსი ინფორმაციები