თურქული პრესა 25.09.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1275973
თურქული პრესა 25.09.2019

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გუშინ აშშ-ის ქალაქ ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვიდა და მსოფლიო ლიდერებს პატარა აილანი და მილიონობით დევნილი, ისრაელის გაუმაძღარი ოკუპაცია, ქაშმირის, ავღანეთის, მიანმარის პრობლემები და დასავლეთში გაზრდილი ისლამოფობია შეახსენა და დასძინა: „თავისუფლება ყველასთვის, მშვიდობა ყველასთვის, სამართლიანობა ყველასთვის.“

გაზეთი „ჰურიეთი“-ს ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე დასასწრებად ჩასულ ნიუ-იორკში მისი დანახვისას კვიპროსის ფედერაციის საკითხის დღის წესრიგში ჩამყენებელ ბერძნული მხარის მმართველობის საგარეო საქმეთა მინისტრს ნიკოს ხრისტოდოულიდისს განუცხადა: „შენმა ლიდერმა ამაზე უარი თქვა, ჯერ ის უნდა გავარკვიოთ, რაზე გავმართოთ მოლაპარეკებები.“

საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებით, წელს თურქეთის ეკონომიკის შემცირებას არ ელოდებიან - წერს გაზეთი „ვათანი“. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ თურქულ ეკონომიკაში ბოლო წლებში ძლიერი ზრდა დაფიქსირდა და ფართო მაკრო-ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების ზრდას მხარს უჭერენ. სსფ-ის ანგარიშის მიხედვით, თურქული ლირა გაუმჯობესდა და მიმდინარე ბალანსი გამოსწორდა.

გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით „ქუშადასში სამი გემით 2 ათას 630 ტურისტი ჩავიდა“, რომლის მიხედვითაც, ქუშადასის ეგეს პორტში გუშინ დილის საათებში ბაჰამის დროშის ქვეშ მცურავი 2 და მალტის დროშის ქვეშ მცურავი 1 საკრუიზო გემი შევიდა. გემებიდან ჩამოსულის 2630 ტურისტის ერთი ნაწილი, რომელთა უმრავლესობაც ამერიკელია, ავტობუსებით ეფესოსა და ღვთისმშობელი მარიამ სახლის მოსანახულებლად გაემგზავრა, დანარჩენმა მგზავრებმა და ათას ხუთასმა პერსონალმა რაიონის ცენტრი დაათვალიერა.  

და ბოლოს, გაზეთი „საბაჰი“ იუწყება, რომ ფიფას ლიცენზიის მქონე ქალი მსაჯი მელის ოზჩიღდემი, უეფას ქალთა ჩემპიონატის ლიგაში გერმანიის „ვოლფსბურგ“-ს და კოსოვოს „მიტროვიცა“-ს შორის დღეს გასამართი შეხვედრის მსაჯის იქნება. თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის განცხადების თანახმად, მატჩში ოზჩიღდემის დამხარე მსაჯები იქნებიან ბეტულ ნურ ილმაზი და დეიბეტ გოქი. მეოთხე მსაჯი კი ჯანსუ თირიაქი იქნება.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები