თურქული პრესა 28.05.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2145153
თურქული პრესა 28.05.2024

თურქული პრესა 28.05.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Yeni Şafak: "ერდოღანის საუბარი სანჩესთან პალესტინის საკითხზე"

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესს ტელეფონით ესაუბრა. საუბრისას პრეზიდენტმა ერდოღანმა კმაყოფილება გამოხატა ესპანეთის გადაწყვეტილებაზე პალესტინის სახელმწიფოდ აღიარების შესახებ და გამოთქვა რწმენა, რომ ეს ნაბიჯი გააძლიერებს როგორც მშვიდობისა და სამართლიანობის დამყარების მცდელობებს რეგიონში, ასევე ორი სახელმწიფოიანი გადაწყვეტის სამუშაოებს.

Haber Türk: „ერდოღანი: ნეთანიაჰუ წყევლით გახსენებას თავიდან ვერ აიცილებს“

პრეზიდენტმა ერდოღანმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ისრაელის ხელისუფლება, რომელიც ღაზაში ხოცვა-ჟლეტას აგრძელებს. ერდოღანმა განაცხადა, რომ „ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ბომბები ჩამოყარეს და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ წყევლით გახსენებას თავიდან ვერ აიცილებს”.

Hürriyet: "თურქეთის რეაქცია ისრაელის მინისტრის პოსტზე"

საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, ისრაელ კაცის მიერ პრეზიდენტ ერდოღანის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში გაკეთებულ პოსტს. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია: „ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის კაცის უპატივცემულო ტონი და უსაფუძვლო ბრალდებები ჩვენი პრეზიდენტის მიმართ არის უსარგებლო მცდელობა შეცვალოს პალესტინაში ისრაელის მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებული დღის წესრიგი“.

Star: „პალესტინის საკითხზე გადაწყვეტილება YÖK-ისგან! განაცხადის შეტანის პროცესი იწყება“

თურქეთის უნივერსიტეტები აღებენ კარებს დასავლური უნივერსიტეტების მეცნიერებისა და სტუდენტებისთვის, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, რადგან ისინი ეწინააღმდეგებოდნენ ღაზაში ხოცვა-ჟლეტას. უახლოეს დღეებში გაიხსნება განაცხადის გვერდი უმაღლესი განათლების საბჭოს (YÖK) ვებგვერდზე.

Sabah: "ზრდის მოლოდინის კვლევა დასრულდა"

მოლოდინების კვლევა 2024 წლის პირველი კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის მონაცემებთან დაკავშირებით, რომელსაც თურქეთის სტატისტიკური ინსტიტუტი პარასკევს, 31 მაისს გამოაცხადებს, 14 ეკონომისტის მონაწილეობით დასრულდა. კვლევის შედეგების მიხედვით, ეკონომისტების შეფასებით, თურქეთის ეკონომიკა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში წლიურ ბაზაზე 5,90 პროცენტით გაიზარდა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები