თურქული პრესა 29.05.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2145702
თურქული პრესა 29.05.2024

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ, „Sabah“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა გუშინ გაკეთებულ განცხადებაში ისრაელის რაფაჰის თავდასხმის შესახებ განაცხადა: „ისრაელი ახორციელებს ყველაზე მკაცრ და არაადამიანურ ქმედებებს. მე მთელი გულით მჯერა, რომ ეს გენოციდი დაუსჯელი არ დარჩება და საჭირო პასუხს მიიღებს როგორც კაცობრიობის სინდისში ასევე  საერთაშორისო სამართალში“.

გაზეთი, „Hürriyet“-ი იუწყება, რომ სტამბოლმა 2024 წლის პირველ 4 თვეში 5 მილიონ 244 ათას 936 უცხოელი ვიზიტორის მასპინძლით ყველა დროის რეკორდი მოხსნა. აპრილში სტამბოლში ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან ჩავიდა.

„დიდი წარმატება თურქი სტუდენტებისგან ჩინეთში“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Vatan“-ში და მასში ვკითხულობთ: ტექნოლოგიური კომპანიის Huawei-ს მიერ, 26 მაისს ჩინეთის ქალაქ შენჟენში გაიმართა, ICT Competition 2023 - 2024 გლობალური კონკურსის ფინალი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 170 000-ზე მეტმა სტუდენტმა 2000-ზე მეტი უნივერსიტეტიდან. თურქეთის უნივერსიტეტის სტუდენტებმა აღნიშნული კონკურსი მოპოვებული ჯილდოებით დაასრულეს.

გაზეთ, „Star“-ის მიხედვით, მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა მეჰმედ ფათიჰ ქაჯირმა განაცხადა, რომ მათ ხელი მოაწერეს 4 ხელშეკრულებას თურქეთსა და ტაჯიკეთს შორის. მინისტრმა ქაჯირმა თქვა: „ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას ახალი თანამშრომლობის შესახებ ჩვენს მიერ განსაზღვრულ სექტორებში.“

გაზეთი „Haber Türk“-ი წერს, რომ წელს 100 ათასზე მეტი ვიზიტორია მოსალოდნელი დენიზლის უძველეს ქალაქ ლაოდიკეაში, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის დროებით სიაშია, სადაც ტურისტების წლიურმა რაოდენობამ შარშან პირველად 100 ათასს გადააჭარბა და რომელიც ცნობისმოყვარეობას იწვევს, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები