თურქული პრესა 27.05.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2144481
თურქული პრესა 27.05.2024

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ, „Yeni Şafak“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციამ, რომელმაც 6 მაისის შემდეგ ისრაელის თავდასხმების გამო ქალაქ რაფაჰში ცხელი კერძების დარიგება შეაჩერა, პროცესი განაახლა. ორგანიზაცია დღეში, 10 ათასამდე ადამიანს აწვდის ცხელ კერძებს.

გაზეთი, „Haber Türk“-ი ურალოღლუს განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულქადირ ურალოღლუ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთის სავაჭრო გზა, რომელიც დააკავშირებს, პოლონეთს, სლოვაკეთს, უნგრეთს, რუმინეთს და ბულგარეთს, თურქეთის გავლით, ევროპაში შეაღწევს.

გაზეთი, „Star“-ი იუწყება, რომ გერმანიის წამყვანი საავტომობილო ჟურნალი, Auto Bild, რომელმაც გამოსცადა თურქეთის მიერ წარმოებული ადგილობრივი ელექტრო ავტომობილი Togg-ი, მაღალი შეფასება მისცა. სტატიაში სახელწოდებით „თურქული ტესლა ძალიან კარგია“, Togg-ის T10X-ის მოდელი შეადარეს ბევრ უცხოურ ბრენდის მანქანას.

გაზეთ, „Sabah“-ის მიხედვით, Taste Atlas-ის მსოფლიო კვლევის მიხედვით, დადგინდა მსოფლიოში საუკეთესო ცომეული. სიაში პირველი ადგილი დაიკავა თურქეთის ქალაქ სამსუნის ბაფრას რაიონის ფიდემ, ხოლო მეორე ადგილი სამსუნის ფიდემ.

„თურქეთის ჩემპიონი ‘გალათასარაი’ გახდა, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Hürriyet“-ში და მასში ვკითხულობთ: თურქეთის სუპერლიგაში, 2023-2024 წლის სეზონი გიშინ გამართული 38-ე ტურის მატჩებით დასრულდა. 2023-2024 წლის თურქეთის ჩემპიონი „გალათასარაი“ გახდა, რომელმაც ბოლო ტურში სტუმრად „ქონიასპორი“ 3-1 დაამარცხა. „გალათასარაიმ“ სეზონი 102 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა და თურქეთის ჩემპიონი ისტორიაში 24-ედ გახდა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები