თურქული პრესა 24.09.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1275133
თურქული პრესა 24.09.2019

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით და მასში ვკითხულობთ: ეროვნული თავდაცვის სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის საჰაერო ძალების ორმა F-16-ების საბრძოლო თვითმფრინავებმა გუშინ ‘ბუნებრივი სტაბილურობის’ ფარგლებში სირიის საჰაერო სივრცეში ორ საათიანი ფრენები განახორციელეს.

გაზეთი „Sabah“-ი ბექირ ფაქდემირლის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: სოფლის და სატყეო-მეურნეობის მინისტრმა  ბექირ ფაქდემირლიმ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების შემდეგ რძის ექსპორტის საკითხში ჩინეთთანაც გააფორმეს მემორანდუმი. მისივე თქმით, შორეულ აღმოსავლეთში რძის ექსპორტის გაზრდასთან დაკავშირებით შესაბამის სამუშაოებს აგრძელებენ.

გაზეთი „Vatan“-ი წერს, რომ თურქეთის ავიახაზებმა (THY)  ფლოტში ავიალაინერი აირბუსი-A321 NEO ტიპის ახალი თვითმფრინავი დაიმატა, რომელსაც სახელი „სივრიჰისარი“ დაარქვეს. ახალი თვითმფრინავის სარეგისტრაციო კოდი კი TC-LSH გახლავთ.

გაზეთი „Star“-ი იუწყება, რომ პოლონეთის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მიკოლაჟ ვილდმა განაცხადა, რომ ვარშავის მახლობლად ასაშენებელი ახალი აეროპორტის რეკონსტრუქციისათვის სტამბოლის ახალ აეროპორტში კვლევები ჩაატარეს. მისივე თქმით, სტამბოლის აეროპორტი მათთვის ერთგვარი წამახალისებელი პროექტი გახდა რა, მის მშენებლობაში ჩართულ კომპანიებთან თანამშრომლობისთვის მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

გაზეთ „Haber Türk“-ის კულტურის მიმომხილველი წერს, რომ ამერიკელი მომღერალი Della Miles-ი კონიის მე-16 საერთაშორისო  მისტიკური მუსიკის ფესტივალის ფარგლებში ამ ქალაქში ჩავიდა. მან კონიაში, მევლანა ჯალალ ად-დინ  რუმის საფლავიც მოინახულა და მის შესახებ ინფორმაციები მიიღო.  შეგახსენებთ, რომ Della Miles-იმ  საცხოვრებლად თურქეთში გადმოსვლის შემდეგ,  ისლამი მიიღო.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები