თურქული პრესა 23.09.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1274377
თურქული პრესა 23.09.2019

        

                    

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Sabah-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, ნიუ-ორკში, გაეროს ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად ჩასულ რ.თ. ერდოღანს აქ გადატვირთული და ინტენსიური მუშაობა ელის. იგი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 24 სექტემბერს გამოვა სიტყვით, ხოლო შემდეგ კი პირისპირი შეხვედრა ექნება გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერესთან. ერდოღანი დაესწრება ასევე ლიდერთა დიალოგის შეხვედრას სახელწოდებით "მეგა ტენდენციები, რომლებიც გავლენას ახდენენ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას" და მასზე სიტყვითაც გამოვა. 25 სექტემბერს თურქი პრეზიდენტი, პაკისტანის პრემიერ მინისტრ იმრან ხანთან ერთად გაუძღვება სემინარს სახელწოდებით, "ბრძოლა სიძულვილის ენის წინააღმდეგ", ხოლო შემდეგ კი მონაწილეობას მიიღებს თურქეთ-მალაიზია პაკისტანის სამმხრივ შეხვედრაში. “ასევე მოსალოდნელია, რომ ერდოღანი ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს ზოგიერთი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურებთან“, წერს საბაჰი

Haber Türk-ი, თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების ადმინისტრაციის უფროსის, პროფესორ ფაჰრეტტინ ალთუნის განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი  აშშ-ს საზოგადოებას FETÖ–ს უკანონო მოქმედებების შესახებ აფრთხილებს. სოციალური მედიის ანგარიშიდან გავრცელებულ განცხადებაში ალთუნი ამბობს, რომ  ფეტო არის არა მხოლოდ თურქეთისთვის, არამედ ამერიკისთვისაც ძალიან დიდი პრობლემა, რადგან, მან მიითვისა და გაფლანგა ამერიკელი გადასახადის გადამხდელების დიდი ოდენობით თანხები. “ფრთხილად; ფეტოელები ამერიკაში ყველგან არიან და მოერიდეთ მათთან ურთიერთობებს“, ასე აფრთხილებს ალთუნი ამერიკის საზოგადოებას, აღნიშნავს ჰაბერთურქი

Hürriyet-ის ეკონომიკური მიმომხილველი სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში მიმდინარე ტექნოლოგიურ ფესტივალს აშუქებს და წერს, რომ შაბათ-კვირას მას რეკორდული რაოდენობის მოზიარე ეწვია. “მზიანი ამინდის გამო, უამრავმა სტამბოლელმა და მისმა სტუმარმა მიაშურა საჰაერო, კოსმოსურ და ტექნოლოგიურ ფესტივალს, რომელიც წელს მეორედ ტარდება და მარტო ამ ბოლო 2 დღის განმავლობაში მილიონ ნახევარზე მეტი სტუმარი ჰყავდა მას“, ხაზგასმით წერს ჰურრიეთის ეკონომიკური მიმომხილველი

“სტამბოლის აეროპორტებმა ამ ზაფხულს 28 მილიონ მგზავრს უმასპინძლეს“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Yeni Şafak-ი და მასში ვკითხულობთ: ამ ზაფხულს სტამბოლის აეროპორტებმა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უფრო გადატვირთულად იმუშავეს. ასე მაგალითად, გასული წლის ივნის-ივლის-აგვისტოში სტამბოლის ათათურქისა და საბიჰა გოქჩენის აეროპორტები თუ მთლიანობაში 27 მილიონ მგზავრს მოემსახურნენ, ეს ციფრი წელს 1 მილიონით გაიზარდა და 28 მილიონს გადააჭარბა

Star-ი კულტურის გვერდზე იტყობინება, რომ თურქეთში, ბოლო 5 წლის განმავლობაში 5-ჯერ გაიზარდა ხელოვნების ნიმუშების ექსპორტი და 19,7 მილიონ დოლარს მიაღწია. ქვეყნის ხელოვნების ნიმუშების ექსპორტის დიდი ნაწილი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში მოხდა, ხოლო იმპორტი კი, ბოლო 5 წლის განმავლობაში 55%-ით შემცირდა. ამავე სტატიით, ხელოვნების ნიმუშების ექსპორტში ყველაზე დიდი ინტერესი გამოიწვიეს ფერწერულმა ნამუშევრებმა



მსგავსი ინფორმაციები